კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ფილმი „გაუჩინარებულები“ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ააშკარავებს

15 თებერვალი, 2011

16 თებერვალს, 16:00 საათზე კინოს სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდია HRIDC.TV წარმოგიდგენთ ახალ დოკუმენტურ ფილმს საქართველოში სხვადასხვა დროს გაუჩინარებული ადამიანების შესახებ.

გიორგი ჯანელიძის მიერ მომზადებული ფილმი - „გაუჩინარებულები“ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ გაუჩინარების ფაქტებს ასახავს.

2005 წლის ივნისში, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში სადრადინ ფალანგოვი, მეტსახელად „გარა მოლა“ გაუჩინარდა.

2009 წლის ოქტომბერში ეთნიკურად ჩეჩენი, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე (დევნილობაში) საიდ-ჰუსეინ ტაზბაევი თბილისში გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 17 წლის გიგა ელიზბარაშვილის შესახებ 2010 წლის 17 სექტემბრიდან არაფერია ცნობილი, ასევე გაუჩინარებულია გასული წლის 26 სექტემბრიდან, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, 14 წლის ვასილ წიკლაური.

ფილმში მოთხრობილ გაუჩინარების ფაქტებზე გამოძიებას პასუხი არა აქვს. დღეისათვის საქართველოში 907 ადამიანია გაუჩინარებული, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები