კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნარკოკარტელის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრის განხილვა 2 მარტს დაიწყება

1 მარტი, 2011
საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2 მარტს დაიწყება.

მსჯავრდებულების ადვოკატის ლალი აფციაურის ცნობით, ისინი ასაჩივრებენ ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რითაც ამჟამად ძებნაში მყოფ ნუგზარ ბოჭორიშვილს სამუდამო პატიმრობა, ანასტასია ზაუტაშვილს, რომან მუსემიანს, გიორგი ჩეჩელაშვილს და თენგიზ გურჩიანს 30-წლიანი პატიმრობა, მევლუდ სვანიძეს კი 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ადვოკატები ამ განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების გამართლებას ითხოვენ. ლალი აფციაურის ინფორმაციით, პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

2010 წლის 2 ივნისს შსს-მ ქუთაისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საერთაშორისო ნარკოკარტელის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა. ძებნა გამოცხადდა ნუგზარ ბოჭორიშვილზე.

შსს-ს ინფორმაციით, ესპანეთში მცხოვრები საბერძნეთის მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილი დაკავებულთა ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით. ტვირთი ჩამოდიოდა ფოთში ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილის - რომან მუსემიანის სახელზე. შსს-ს ცნობით, ნარკობიზნესში ჩართული იყო „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი. იგი საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს, თენგიზ გურჩიანს დაუკავშირდა და ბოჭორიშვილის დახმარება სთხოვა. გურჩიანი შეხვდა ბოჭორიშვილის დაშინების მოსურნე კრიმინალებს და ბოჭორიშვილზე ზეწოლის დაუყონებლივ შეწყვეტა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. აღნიშნული ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ისინი 2 ივნისს დააკავეს. ჩხრეკისას მევლუდ სვანიძის ეზოდან ამოიღეს მიწაში დამარხული, დაახლოებით, 1 700 000 ევრო, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან - 50 000 ევრო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები