09:37, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს რეპრესიებს სამარშრუტო ტაქსების მძღოლების წინააღმდეგ

02.03.2011

ძალოვანი სტრუქტურების მიერ თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა დევნისა და დაპატიმრებების ფაქტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი  სამოქალაქო უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს. განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს მძღოლების დაპატიმრება 25-28 თებერვლის დღეებში, როცა მათ გაფიცვა ჰქონდათ გამოცხადებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულია 15-მდე მძღოლი, რომელთა დიდ ნაწილს 30-დღიანი პატიმრობა სასამართლომ გვიან ღამით - 01:00-დან 03:00 საათის შუალედში შეუფარდა.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, დაკავებული არიან და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს #10-ე სამარშრუტო ხაზის მძღოლებს: გია მაზიაშვილი, მერაბ კანკია, რუსლან კანკია, გელა გელაშვილი, ბადრი ხურცილავა, ლაური მაისაშვილი, მელორ გამყრელიძე და მიხეილ ისიტაშვილი.

მძღოლების დაპატიმრება გაგრძელდა 25 თებერვალს „ვარდების მოედანზე“ მოწყობილი საპროტესტო აქციის შემდეგ დღეებშიც. სავარაუდოდ, პოლიციას გადაწყვეტილი ჰქონდა იმ აქტივისტების განეიტრალება, რომლებიც 28 თებერვლისთვის განმეორებით საპროტესტო აქციას ამზადებდნენ.   

მსგავსი უხეში რეპრესიული მეთოდების გამოყენებით საქართველოს მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს პოლიციის ძალით ართმევს გაფიცვის უფლებას. ეს პროცესი მით უფრო აღმაშფოთებელია, როცა ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებას და შრომის კოდექსს მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პროფკავშირების გამომძიებელმა, ჯეკ ვოგთმა პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „შრომის კოდექსი ვერ უზრუნველყოფს, რომ დასაქმებულები უმიზეზოდ არ გაათავისუფლონ და დარღვეულია ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც არის გაფიცვის უფლება. ამ კანონმდებლობით, პრაქტიკულად, ეს უფლება უგულვებელყოფილია“.

როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, საქართველოს მოქალაქეებს გაფიცვის უფლება წართმეული აქვთ არა მარტო კანონმდებლობით, არამედ პრაქტიკულადაც.

ამავდროულად, აღმაშფოთებელია, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა უმეტესობა დააკავეს 25 თებერვალს საპროტესტო აქციაზე ან აქციის შემდეგ, როცა გაირკვა, რომელი მძღოლი უფრო აქტიურად იყო ჩართული გაფიცვის ორგანიზებაში. ამით პოლიციამ უხეშად დაარღვია მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს პოლიციის მიერ გაფიცული სამარშრუტო მძღოლების დევნისა და დაპატიმრების ფაქტებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეები. 

რამდენადაც მძღოლების წინააღმდეგ წამოწყებული რეპრესიები ისევ გრძელდება, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლიმატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე და აღკვეთონ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
02.03.11.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC