01:06, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საახალწლო კონცერტებისთვის, სულ მცირე, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა

15.03.2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საახალწლო კონცერტების ხარჯით დაინტერესდა და მართლია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო ინფორმაცია, რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს სამი „გრანდიოზული კონცერტი“ - ბათუმში, თბილისსა და მესტიაში.

მოკვლევის შემაჯამებელ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავის ვებგვერდზე აქვეყნებს, სათაურით - „როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია საქართველოში: სულ მცირე 3 მილიონი ლარი დაიხარჯა საახალწლო კონცერტებზე“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნით, 2011 წლის შესახვედრად ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი იყო. მთავრობის ორგანიზებით 31 დეკემბერს კონცერტები გაიმართა თბილისსა და ბათუმში, ხოლო 8 იანვარს მესტიაში:

„ზემოხსენებული კონცერტების დაფინანსებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი კითხვა და ვარაუდი გაჩნდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეგო, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა საახალწლო კონცერტების ჩასატარებლად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2011 წლის 18 იანვარს საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა ქალაქ თბილისისა და ბათუმის მერიებს, მესტიის საკრებულოს და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტების ჩასატარებლად გარკვეული თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყო. ოთხივე უწყებას შემდეგი კითხვები გაეგზავნა: 1. რა ოდენობის თანხა დაიხარჯა საახალწლო კონცერტების ჩასატარებლად? 2. ვინ იყო კონცერტების ორგანიზატორი? 3. რა კრიტერიუმებით შეირჩა კონცერტების ორგანიზატორი?

არც ერთმა უწყებამ ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილებს კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში არ უპასუხა.

ბათუმის მერიამ საკმაოდ ამომწურავი პასუხი გაგვცა და გვაცნობა, რომ „2011 წლის საახალწლო ღონისძიებებისათვის ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 425 000 ლარი, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო - 2 701 675 ლარი.“ ანუ, საერთო ჯამში 3 126 67 5ლარი დაიხარჯა ბათუმის ღონისძიების მოსაწყობად. წერილიდან ასევე შევიტყვეთ, რომ კონცერტის ორგანიზატორი თავად ქ. ბათუმის მერია იყო.

შედარებით არასრული პასუხი მივიღეთ თბილისის მერიისგან, რომელმაც ინფორმაცია მხოლოდ გახარჯული თანხის შესახებ მოგვაწოდა: „2010 წლის 31 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე გამართული საახალწლო კონცერტისათვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 115 001 ლარი.“ღონისძიების ორგანიზატორისა და მისი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ კითხვა ქ.თბილისის მერიამ უპასუხოდ დატოვა.

მესტიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, 8 იანვარს გამართული კონცერტის დასაფინანსებლად საჭირო თანხა გამოიყო ქ. თბილისის მერიიდან და არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ზემოაღნიშნულ დანახარჯებთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთი წერილი გავუგზავნეთ ქ. თბილისის მერიას და პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ ინფორმაციას ჩვენს ბლოგზე. ამ დრომდე კი ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი დანახარჯი საახალწლო კონცერტის ორგანიზებისათვის შეადგენს 3 241 675 ლარს.

ერთის მხრივ, ყველა იმ დაწესებულებამ, რომელსაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით წერილები გადავუგზავნეთ, პასუხი გაგვცა. მეორე საკითხია, რამდენად ამომწურავად უპასუხეს მათ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს. თუმცა, საჯარო ინფორმაციის მისაღებად ორგანიზაციას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გამოუშვა, სადაც დეტალურად ავღწერთ პროცედურას, თუ როგორ უნდა გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია“.

ორიგინალი, დოკუმენტაცია და ვიდეორგოლი იხილეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებ-გვერდზე: http://www.transparency.ge/blog/progor-gamovitkhovot-sadjaro-inpormatsia-sakartveloshi-sul-mtsire-3-milioni-lari-daikhardja-saa 

Humanrights.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC