ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით
netgazeti.ge
ცოლები - სახელმწიფო უწყებაში, ცოლები - მედიაში, ცოლები - სკოლასა და უნივერსიტეტში, ცოლები - სახლში და ცოლები - სხვადასხვა სამსახურში - ასეთ სურათს აღმოაჩენთ, თუკი საქართველოს მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების ქონებრივ დეკლარაციებს გადახედავთ.
სახელმწიფო სამსახურში მყოფი უცოლო თანამდებობის პირების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე - ცოლიანების. მათ შორის, არიან ფინანსთა და კულტურის მინისტრები, სოლიდური წლიური შემოსავლით.
ცოლები ბიზნესში და სხვა სამსახურში - ფლობენ წილებს, არიან სხვადასხვა ორგანიზაციების დირექტორები, ან მენეჯერები - მათი შემოსავალი არანაკლებია, ვიდრე - მათი სახელმწიფო მოხელე ქმრების.
საჯარო მოხელეებმა ბოლო დეკლარაცია 2010 წლის აპრილის და მაისის თვეში შეავსეს. დეკლარაციები ასახვას გასული, 2009 წლის პერიოდს.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით