კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ვალდებულებებს ევროსაბჭოშიც შეახსენებენ

12 აპრილი, 2011

ინტერპრესნიუსი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სტრასბურგში გუშინ - 11 აპრილს გაიხსნა. დღეს კი უნდა გაიმართოს დებატები რამდენიმე თემაზე, მათ შორის არის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.

დღევანდელ სხდომაზე მოისმენენ მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების – კასტრიო ისლამისა და მიხაელ იენსენის მიერ მომზადებულ ანგარიშს. ანგარიში ხუთი ქვეთავისგან შედგება – წარდგენა, ძირითადი პოლიტიკური განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.

40-გვერდიანი დოკუმენტის დასკვნაში წერია, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის შედეგებისა და პოლიტიკური ჩიხის მიუხედავად, რომელმაც საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური გარემო დააზარალა, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში. თუმცა, აქვე დაფიქსირებულია რამდენიმე შენიშვნაც.

„საქართველოს ამ დრომდე არ შეუსრულებია წევრობის ზოგი ფორმალური ვალდებულება. ასევე პრობლემები რჩება დამოუკიდებელ სასამართლოსა და სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშის დასკვნაში.

ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსიტუტების გაძლიერების მიუხედავად, პოლიტიკური დაძაბულობის გადასაჭრელად აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება.

„დემოკრატიული სისტემის სიმყარე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა უნდა დაამტკიცოს. ვურჩევთ საპარლამენტო ასამბლეას, კვლავ გააგრძელოს საქართველოში მონიტორინგის პროცედურა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდი, ამავე დროს, სრულად აქვეყნებს კასტრიო ისლამისა და მიხაელ იენსენის მიერ მომზადებულ ანგარიშს: http://assembly.coe.int/Mainf.asp?link=/Documents/WorkingDocs/Doc11/eDOC12554.htm 

ახალი ამბები