კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს გარდა, თითქმის არც ერთ ქვეყანაში დიზელი ბენზინზე ძვირი არ ღირს

12 აპრილი, 2011

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მონაცემებით, საქართველოს გარდა, თითქმის არცერთ ქვეყანაში დიზელი ბენზინზე ძვირი არ ღირს: აზერბაიჯანში დიზელი 0.74 ლარი ღირს, ბენზინის ფასი კი 0.98 ლარია. ბელორუსში დიზელი 1.48 ლარი ღირს, ბენზინი - 1.70 ლარი, ფინეთში დიზელის ფასი 2.85 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ბენზინის - 3.55 ლარით.

საბერძნეთში ერთი ლიტრა დიზელის ფასი 3.12 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ბენზინის - 3.55 ლარით, იტალიაში დიზელი 3.26 ლარი ღირს, ბენზინი - 3.64 ლარი.

ლიტვაში 1 ლიტრა დიზელის ფასი 2.76 ლარია, ბენზინის – 2.92 ლარი. მოლდოვაში დიზელი 1.70 ლარი ღირს, ბენზინი - 1.84 ლარი. პოლონეთში დიზელისა და ბენზინის ფასები, შესაბამისად, 2.85 და 3.02 ლარია. რუმინეთში დიზელის ფასი 2.52 ლარს შეადგენს, ბენზინის კი – 2.80 ლარს. რაც შეეხება რუსეთს, დიზელის ფასი 1.24 ლარია, ხოლო ბენზინის - 1.41 ლარი. უკრაინაში დიზელი - 2.06 ლარი, ხოლო ბენზინი 2.35 ლარი ღირს.

საქართველოში საწვავი 10 აპრილს ისევ გაძვირდა. საცალო ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა.

„ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებში აპი დიზელი ფასმა უკვე 2.40 ლარს მიაღწია, 2.35 ლარი ღირს ერთი ლიტრა აპი სუპერი. აპი პრემიუმის ფასი 2.30 ლარს შეადგენს, ევრო რეგულარის – 2.20 ლარს, დიზელ ენერჯი 2.25 ლარს, ხოლო რეგულარ ენერჯი – 2.15.

5 თეთრით გაძვირდა საწვავი „რომპელტროლის“ ქსელშიც. კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში Efix ევრო დიზელი" უკვე 2.40 ლარი ღირს, Efix ევრო პრემიუმი – 2.30 ლარი, ევრო სუპერი - 2.35 ლარი, ევრო რეგულარი 93 – 2.17 ლარი, ევრო დიზელი - 2.25 ლარი.

ფასებმა იმატა სხვა კომპანიების პროდუქტებზეც.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები