კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფო უქმდება

20 აპრილი, 2011

სოფო გეწაძე

პიმენ ყურაშვილის ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფო სარემონტო სამუშაოებისთვის გამზადდა. სამედიცინო ტექნიკისგან პირველი სართული უკვე გათავისუფლებულია, ჩამოღებულია კარებიც.

როგორც საავადმყოფოს პერსონალი აცხადებს, 5 აპრილს მუშებმა საავადმყოფოს კარები შეამტვრიეს, სამედიცინო დანადგარები მეორე სართულზე აიტანეს, ნაწილი კი გაანადგურეს. ექიმების განცხადებით, დარბევის წინა დღეს მათ ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ საავადმყოფოს 1 კვირის განმავლობაში არავინ შეეხებოდა.
 
კულუარებიდან ექიმებმა იცოდნენ, რომ სამომავლოდ საავადმყოფოს ინვენტარისგან დაცლა იგეგმებოდა, მაგრამ მთავრობა მათ გადასაყვანად ფართს ეძებდა.

„მინისტრს შევხვდით და გვითხრა, რომ ჩვენს საკითხს მომდევნო ორშაბათამდე გადაწყვეტდნენ. ორშაბათის მოლაპარაკების შემდეგ კი ვნახავდით, როგორ გადაწყდებოდა ჩვენი ბედი. დღეს კი მოვიდნენ და უცებ დაიწყეს ნგრევა“, - აღნიშნა ბავშვთა ქირურგმა რობიზონ დონაძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას.

სამედიცინო პერსონალის განცხადებით, მომხდურები თავს მერიის თანამშრომლებად ასაღებდნენ, თუმცა არანაირი დოკუმენტი თან არ ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, 500 მუშამ სავადმყოფოს დარბევა 16:00 საათისთვის დაიწყო. 

როგორც რენტგენოლაბორანტი თინა ფერაძე აღნიშნავს, მათთან ჯერ მთავარი ბუღალტერი შევიდა და პერსონალი გააფრთხილა, რომ მიმღების სამედიცინო ინვენტარის დაცლასთან დაკავშირებით მერიიდან დარეკეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში მუშები შევიდნენ.

„ბოლო პერიოდში სასწრაფოები გაფრთხილებულები იყვნენ ავადმყოფები ბავშვთა პირველ საავადმყოფოში არ მიეყვანათ. თუმცა, გვეუბნებოდნენ - ორი სამი თვე არაფერი იქნება, მაგრამ მერეო დაგასაქმებთო. ცხადია, გვატყუებენ. ჩვენ ხო ვიცით, რომ ასე ხდება“, - ამბობს თინა ფერაძე.

საღამოს ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს ისევ შეხვდა. მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში მომუშავე არც ერთი ადამიანი უმუშევარი არ დარჩება: „შენობიდან, რომელიც შეუფერებელია სამედიცინო საქმიანობისთვის სამედიცინო სერვისები გადავა იმ შენობაში, სადაც არის სამედიცინო სერვისის განვითარების შესაბამისი შესაძლებლობები. გადასვლას შეიძლება რამდენიმე დღე მაინც დასჭირდეს. იქ სანიტარული ნორმები უნდა იყოს დაცული, ინვენტარი უნდა გადაიტანონ და სამედიცინო პერსონალი შეეჩვიოს ახალ გარემოს“.

მომხდარი არეულობის შემდეგ საავადმყოფო პაციენტებმა დატოვეს, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთა მდგომარეობა მძიმე იყო. ნაწილი კი მხოლოდ იმ მიზეზით დარჩა, რომ სხვა საავადმყოფოებთან შედარებით ამ საავადმყოფოში დაბალი ფასებია.

პიმენ ყურაშვილის სახელობის ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფო  75 წლის წინ დაარსდა და თბილისში, ზუბალაშვილების ქ. #48-ში მდებარეობს.

ახალი ამბები