კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თსუ-ს სტუდენტები თვითმმართველობას დაუპირისპირდნენ

26 აპრილი, 2011
სოფო გეწაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თვითმმართველობას დაუპირიდპირდნენ. მათი თქმით, ეს დაპირისპირება თვითმმართველობის წევრთა მხრიდან მათზე ფიზიკურმა ძალადობამ განაპირობა. 

სტუდენტების შევიწროება საინიციატივო ჯგუფის - „თარგმნეს“ მიერ გამართული პრეზენტაციის შემდეგ დაიწყო. პრეზენტაციაზე სტუდენტებმა თვითმმართველობა მათთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. 

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი, გიორგი გოგუა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას განმარტავს, შეხვედრა 15 აპრილს, პარასკევს გაიმართა, ფიზიკური დაპირისპირება კი მეორე დღეს, შაბათს, დღის პირველი საათისთვის მოხდა: „ლექციას ველოდებოდით, როცა ჩვენთან მოვიდა 2 ადამიანი. ჩვეულებრივად „გვერდზე გაყვანის“ პრინციპით მოვიდნენ და საქმე გაგვირჩიეს“. 

ერთ-ერთი დაზარალებული ლაშა ქავთარაძე აღნიშნავს, რომ ისინი მეექვსე კორპუსის წინ იყვნენ, როცა მათთან თვითმმართველობის წევრები მივიდნენ და მეორე კორპუსის უკან გადაიყვანეს აქ მათ პასუხი იმ რეპლიკების გამო მოსთხოვეს, რაც პრეზენტაციაზე ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის მისამართით იყო ნათქვამი: „როდესაც ადმინისტრაციის თანამშრომელმა თქვა - კარგია, რომ თქვენ ეს პრობლემა ჩვენამდე მოიტანეთო, მე შევეკითხე - რა, აქამდე არ იცოდით, რომ ეს პრობლემები არსებობდა-მეთქი?!“

სტუდენტებმა ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია თსუ-ს მეორე კორპუსის წინ 18 აპრილს გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა იყო გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სტუდენტური თვითმმართველობის მოძალადე წევრების უნივერსიტეტიდან გარიცხვა. 

სტუდენტების ინფორმაციით, 16 აპრილს თვითმმართველობის წევრებმა ისინიც სცემეს, ვისი ცემაც წინა დღით ვერ მოახერხეს. ამასთან ფლობდნენ ინფორმაციას, რომ არსებობს ერთგვარი „შავი სია“, რომლებიც თვითმმართველობის წევრებმა შეადგინეს და იქ იმ სტუდენტების გვარებია, რომელთა ცემასაც უახლოეს მომავალში აპირებენ.

„მე მოვედი ამ აქციაზე, რომ მხარი დავუჭირო აზრის თავისუფლებას, სტუდენტების თავისუფლებას და ვაპროტესტებ ამ საკითხების ყოველგვარ პოლიტიზირებას.“

„ჩვენი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეს სტუდენტები დასაჯოს უნივერსიტეტის წესდების მიხედვით და შეუჩეროს მათ სტუდენტის სტატუსი. ასევე ვითხოვთ, უნივერსიტეტის თვითმმართველობის საქმიანობა და ხარჯთაღრიცხვა გახდეს საჯარო“, - აღნიშნავდნენ აქციის მონაწილე სტუდენტები. 

სტუდენტების პროტესტს უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორი, სამხატვრო აკადემიისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლის უცხოელი სტუდენტები შეუერთდნენ. თსუ-ს ლექტორის, ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ნებისმიერი ღირსეული მოქალაქე ძალადობის საწინააღმდეგო აქციას უნდა შეუერთდეს, განსაკუთრებით - პროფესორი, რომელიც უნივერსიტეტში ასწავლის.

აქციის მონაწილეები თვთმმართველობის პრეზიდენტთან, დაჩი გუბაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. პრეზიდენტი მათთან არ გამოსულა, თუმცა აქციის რამდენიმე მონაწილე საკუთარ კაბინეტში მიიღო, სადაც განუცხადა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებთან აქციაზე არ საუბრობს.

დაჩი გუბაძემ მედიასთან საუბარი არ ისურვა. მასთან იმ თვითმმართველობის წევრებმა არ შეგვიშვეს, რომლებიც კართან დაცვის ფუნქციას ასრულებდნენ.

ახალი ამბები