კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი პატიმრის მშობლები რუსთავის მე-6 საპყრობილის უსაფრთოხების სამსახურის უფროსს ადანაშაულებენ

2 მაისი, 2011

გარდაცვლილი პატიმრის, 26 წლის კახა თედლიაშვილის მშობლები რუსთავის მე-6 საპყრობილის უსაფრთოხების სამსახურის უფროსს ადანაშაულებენ.
„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კარალეთში იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილი პატიმრის ახლობლებსა და მშობლებს ესაუბრა.

როგორც კახა თედლიაშვილის დედამ, ინეზა თედლიაშვილმა აღნიშნა, ცხედარს სასტიკი ცემის კვალი ეტყობა. კერძოდ, მოტეხილი აქვს ხელი, თვალი ჩალურჯებული აქვს, ყელზე აქვს დახრჩობის კვალი. მისივე განცხადებით, კახა თედლიაშვილი თავს არ მოიკლავდა.

გარდაცვლილის მამა ბადრი თედლიაშვილი ამბობს, რომ სიკვდილამდე სამი კვირით ადრე პატიმარმა წერილი გააგზავნა სახალხო დამცველთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან, მთავარ პროკურორთან, მურთაზ ზოდელავასთან. წერილში ატყობინებდა ყველა მათგანს, რომ ციხეში პრობლემები ექმნებოდა და მოკვლით ემუქრებოდნენ.

ბადრი თედლიაშვილი ამბობს, რომ მე-6 საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გვარად ივანიშვილი აიძულებდა მის შვილს, ე.წ. ნასედკა გამხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა. თედლიაშვილი ამაზე უარს აცხადებდა, რის გამოც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით ზეწოლა ბოლო სამი თვის განმავლობაში გაძლიერდა.

ბადრი თედლიაშვილის თქმით, პაემნების დროს პატიმარი ხშირად ნაცემი ხვდებოდა ან მას არ ანახვებდნენ.

კახა თედლიაშვილს დარჩენილი სასჯელი ჰქონდა 10 წელი, იგი ნარკოტიკებისთვის იყო გასამართლებული და 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ კახა თედლიაშვილის დაპატიმრებაც უკანონოდ მოხდა, მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ეს უკავშირდებოდა პირად ინტერესებს, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ მაღალჩინოსანს ჰქონდა კახა თედლიაშვილის მიმართ.

კახა თედლიაშვილი რუსთავის მე-6 საპყრობილეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები