კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღისთვის გაერო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

3 მაისი, 2011

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნო მსოფლიო პრესის თავისუფლების დღისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
 
„როცა ხელისუფლება ავიწროებს თავის ხალხს, პრესის თავისუფლება მთავარი იარაღია ბოროტების წინააღმდეგ. გლობალიზაციის პირობებში, თანამედროვეობის პრობლემების ფონზე, ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა აერთიანებს ერებს საერთო ინტერესების საფუძველზე“, - ნათქვამია მიმართვაში.

გაერო პრესის დღის 20 წლისთავს ახალი დევიზით ხვდება - „ახალი ჰორიზონტები და ახალი ბარიერები“. მიმართვაში საუბარია ახალი მედიის როლზე, მობილური ტელეფონებზე, რომლებიც ინფორმაციის გაცვლის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. საუბარია ბარიერებზეც, როცა სახელმწიფოები ვირტუალურ დევნას და ინტერნეტში ცენზურას ახორციელებენ.

გაერო-ს ინფორმაციით, 2010 წელს ახალი მედიის 6 ჟურნალისტი მოკლეს. 2008 წელს ციხეებში უფრო მეტი ონლაინჟურნალისტი მოხვდა.

მიმართვის ბოლოს მოყვანილია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-19 მუხლი, რომელშიც წერია: „ყველა ადამიანს აქვს უფლება ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყველა საშუალებით სახელმწიფო საზღვრებისგან თავისუფლად“.
 
გაეროს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარ პრინციპად რჩება.

3 მაისი მსოფლიო მედიის დღეა. ეს დღე 1991 წელს ნამიბიაში, ვინდხუკის დეკლარციის საფუძველზე დააწესეს. ორი წლის შემდეგ კი ის გაეროს მსოფლიო პრესის დღედ აქცია პრესის დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაწესდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მათ დაიწყეს თავისუფლებისთვის ბრძოლა აფრიკის კონტინენტზეც. 1991 წელს მათ იუნესკო-სთან თანამშრომლობით ნამიბიის სემინარზე ცნობილი ვინდხუკის დეკლარაცია მიიღეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები