კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე დეპუტატი დროულ გამოძიებას ითხოვს

4 მაისი, 2011

ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პროკურატურას მსჯავრდებულ თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დროულ გამოძიებას ითხოვს.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2011 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში უკვე 45 პატიმარი გარდაიცვალა და მათ შორის ბოლო, თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტი საეჭვო გარემოებაში დაფიქსირდა.

მისივე თქმით, მსჯავრდებული ადვოკატის მიერ პატიმრის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ატეხილი განგაში, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ამჯერად მაინც გამოიჩენს ნებას და ამ ფაქტს დროულად გახსნის.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისიც აღნიშნა, რომ თედლიაშვილი სახვევი ბინტით არის დამხრჩვალი მაშინ, როდესაც ადვოკატი ამტკიცებს, რომ მას ბინტი არ სჭირდებოდა.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ესეც საკმაოდ საეჭვო გარემოებაა და ამას პროკურატურამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

დღესვე დიმიტრი ლორთქიფანიძემ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა მოითხოვა და აღნიშნა, რომ მასზე ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივად უნდა იმსჯელოს.

მისი თქმით, სწორედ ამ კომიტეტების მიერ უნდა შედგეს დადგენილების პროექტი, რომელიც შემდეგ პლენარულ სხდომაზე გავა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები