კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირი საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდება

5 მაისი, 2011

ევროკავშირი საქართველოს პენიტენციური სისტემის მდგომარეობას და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მეტი ყურადღებით დააკვირდება.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წერილში, რომელიც მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა და საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენმა, ირმა ინაშვილმა ევროკავშირში 28 მარტს გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მიიღო.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიინა კიონკა წერილში ირმა ინაშვილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის სახელით, მადლობას უხდის საქართველს პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობისთვის ყურადღების დათმობისა და ამ პრობლემის წარმოჩენისკენ მიმართულ ღონისძიებებისთვის. მათ შორის ფართომასშტაბური ამნისტიის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციებისთვის.

რიინა კიონკას ცნობით, ევროკავშირში აღრიცხვაზე აიყვანენ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ატარებს საკმარის ღონისძიებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. გარდა ამისა, ევროკავშირი გააგრძელებს მონიტორინგს, თუ როგორ ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება სამოქმედო გეგმას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, დემოკრატიული მართვის ხელშემწყობი ზომების მიღებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, პატიმართა მდგომარეობის, ასევე - შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლების კუთხით.

რიინა კიონკას განცხადებით, ეს თემები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა შესახებ დიალოგის ფარგლებში განიხილება, რომლის სამი რაუნდიც უკვე შედგა.

„ჩვენ აღრიცხვაზე ავიყვანეთ თქვენი კრიტიკული მოსაზრებანი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ატარებს საკმარის ღონისძიებებს თქვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ნება მიბოძეთ, დაგარწმუნოთ, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაში პრიორიტეტულად რჩება“, – აცხადებს რიინა კიონკა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები