კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გინებათერაპია“ გლდანის „რესბალნიცაზე“

5 მაისი, 2011

სოფო გეწაძე

რუსთავის #17 საპატიმრო დაწესებულების პატიმარი რუდიკ ოვაკიმიანი სახელმწიფო სტრუქტურებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს. ოვაკიმიანი ავადაა და ექიმების უყურადღებობაზე ჩივის.

პატიმრის საჩივრის ადრესატები არიან: სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, პარლამენტარები - დიმიტრი ლორთქიფანიძე და ეკა ხერხეულიძე, ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც მის უფლებებს იცავს. 

როგორც პატიმარი თავის საჩივარში აღნიშნავს, უკვე დიდი ხანია, ფიზიკური სისუსტე და ოფლიანობა აქვს. ამასთან, მკვეთრად დაიკლო წონაში. ციხეში კი არაერთი მკურნალობის კურსი უშედეგოდ ჩაუტარეს. მისი დიაგნოზი ექიმებისთვის დღემდე უცნობია.

ნაწყვეტი პატიმრის საჩივრიდან:

„14 აპრილს, გამოკვლევის მიზნით სპეცეტაპით გადამიყვანეს გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ე.წ. „რესბალნიცაზე“. ჩასვლისთანავე მკითხეს - მე ვარ თუ არა ოვაკიმიანი, რომელიც ვუჩივივარ ახალაიას და მის „ზონდერბრიგადებს“. დამიწყეს დამამცირებელი ცინიკური საუბარი. შემდეგ შემიყვანეს მთავარ მიმღებში. აქ დამხვდნენ თეთრხალათიანი „ჯალათები“, რომლებიც შემდეგ გავარკვიე, რომ ექიმები ყოფილან. მთავარმა ექიმმა შემოსვლისთანავე იგივე შეკითხვით მომმართა - მე ვიყავი თუ არა ოვაკიმიანი? როგორც კი დადებითი პასუხი მიიღო, დამამცირებლად და ირონიულად შეკითხვით მიმართა ექიმებს - ჩაეტარებინათ ჩემთვის გამოკვლევა. დაიწყეს „კვლევა“, მაგრამ იქ განსხვავებული არაფერი ჩატარებულა. რასაც ადგილობრივი ზონის სამედიცინო პუნქტი მამოწმებს, ისევე შემამოწმეს, თუ არ ჩავთვლით სისხლის ანალიზს, რომლის პასუხიც დღემდე არ მოუხსენებიათ.

„გამოკვლევა“  არც დაუმთავრებიათ, რომ დადგეს შემდეგი პროვოკაცია: ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, ექიმებმა დამიწყეს ყვირილი და დამცირება - რატომ  მოათრევენ შენნაირ პატიმრებს ამ დაწესებულებაშიო. წივილ-კივილზე შემოვარდა უსაფრთხოების უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი თავის „ზონდერბრიგადებთან“ ერთად. შემიყვანეს რენტგენის ოთახში და დამიწყეს გინება. ავსაჯანიშვილი იწეოდა დასარტყმელად და მემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. მეუბნებოდა, რომ გამაყოლებდა იმ „კატაფალკას“, რომელიც ჩემი მოყვანის დროს მოვიდა, სავარაუდოდ, მიცვალებულის წასასვენებლად. ამის შემდეგ თქვა: წაათრიეთ აქედან ამის მომჩივანი სტრასბურგელიო... (შეიგინა). ჩამაგდეს ვარონკაში და დამაბრუნეს რუსთავის მე-17 დაწესებულებაში, სადაც გაოგნებულ მდგომარეობაში დამხვდა მთავარი ექიმი და მკითხა, ასე სწრაფად როგორ ჩამიტარდა გამოკვლევა. მან ნახა სამედიცინო ბარათი, სადაც უნდა ყოფილიყო კვლევის შედეგები. ახალი იქ არაფერი ეწერა, რითაც შეიძლებოდა ჩემი მკურნალობის დაწყება. ან რა უნდა ყოფილიყო? მე ხომ იქ „გინებათერაპიის“ და „კატაფალკათერაპიის“ დაპირების მეტი არაფერი ჩამტარებია.

დღემდე ვარ ფიზიკურად გაუსაძლის მდგომარეობაში. ყოველდღე მისინჯავენ სიცხეს და მიკეთებენ ანალგინ-დიმედროლს. ეს არის იმ ყველაფრის შედეგი, რასაც ბაჩუკი ახალაია შეგვპირდა, რომ თუ საჩივარს არ გამოვიტანდით, მოვკვდებოდით ნელი სიკვდილით“.

რუდიკ ოვაკიმიანის მიმართ ძალადობას ადრეც ჰქონდა ადგილი. მან სახალხო დამცველს2010 წლის 8 მარტსაც მიმართა და მაშინაც ჩიოდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ სცემა. უწინდელი ინციდენტების გამოძიების განზრახ გაჭიანურების გამო ადამიანის უფლებათა ცენტრმა პატიმრის უფლებების დასაცავად სარჩელი სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნა.

ახალი ამბები