კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა

6 მაისი, 2011

სოფო გეწაძე

გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა წინა წელთან შედარებით  50%-ით გაიზარდა. სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ ხშირად გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო დახმარების  დაგვიანებაა. სიკვდილის გამომწვევი დაავადებებიდან კი მთავარ მიზეზად კვლავაც ტუბერკულოზი, ინფექციური და  სასუნთქი სისტემებია.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, რომლებიც ჩატარებული დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო პროცედურების არაეფექტურობასა და არაადეკვატურობაზე მიუთითებს. ამასთან, სახალხო დამცველის ანგარიშში ვხვდებით პატიმრების ცემისა და უყურადღებოდ დატოვების ფაქტებსაც.

პატიმრების ცემის ფაქტებზე საუბრობს მოძრაობა - „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“  თავმჯდომარე ეკა ბესელია: „ბევრ პატიმარს აღენიშნებოდა დაზიანების კვალი, მაგრამ ამისთვის არავინ დასჯილა. ძირითადად, პატიმართა გარდაცვალების მიზეზებია: დანაშაულებრივი გულგრილობა, არასაკმარისი ყურადღება, სამინისტროს მხრიდან დახმარების აღმოუჩენლობა და სხვადასხვა გარემოებები, რაც ერთობლიობაში მეტყველებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო  აბსოლუტურად გულგრილია, როგორც გარდაცვალების ფაქტების, ასევე ძალადობის ფაქტების მიმართ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას მსგავს მოსაზრებას გამოთქვამს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე. მისი თქმით, პატიმრები დროულად ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას. ხშირად ექიმის დანიშნული მკურნალობის კურსი დაგვიანებულია, ციხეები გადატვირთულია, არაა გამართული ინფრასტრუქტურა, დაავადებული პატიმრები იზოლირებულნი არ არიან, რაც დაავადებების გადადების რისკს ზრდის.

Humanrights.ge პატიმრების სიკვდილიანობის საკითხზე კომენტარისთვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათგან კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ პენიტენციალურ სისტემაში სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია მიდგომისა და პოლიტიკის  შეცვლა.

„უნდა დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე - იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მხილებულნი არიან დანაშაულის ჩადენაში. დაუსჯელობა კიდევ უფრო ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას. უნდა შეიცვალოს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა და გახდეს ლიბერალური და ჰუმანური, რაც შეამცირებს არა მარტო პატიმართა რაოდენობას, არამედ შესაბამისად აისახება პატიმართა პირობების გაუმჯობესებაზეც აისახება“, - აღნიშნავს ეკა ბესელია.

ნათია იმნაძის ინფორმაციით, 2010 წელს 2009 წელთან შედარებით პატიმართა სიკვდილიანობა 50%-ითაა გაზრდილი. გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 140-ს აჭარბებს. 2006-2009 წლის ჩათვლით კი წლიურად გარდაცვლილ პატიმართა საშუალო მაჩვენებელი 92-ს არ აღემატებოდა.

ახალი ამბები