კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

10 მაისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პოლიციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. საია-ს თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოქალაქე დავით შუბლაძის სახელით შედის.

საია-ს ინფორმაციით, დავით შუბლაძე სამართალდამცავებმა 2011 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე გააჩერეს, შეუმოწმეს საფულე და თან არსებული სხვა ნივთები. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.

„მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა დავით შუბლაძის შეჩერების და ზედაპირული შემოწმების ფაქტის დოკუმენტირება. არსებული ნორმების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, პოლიციას არ გაუცნია გაჩერებული პირისთვის მისი ვინაობა. ასეთ პირობებში პოლიციის ქმედების სასამართლოში გასაჩივრება ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო, ვინაიდან ისიც კი არ იყო ცნობილი თუ რომელი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო სარჩელი შეტანილი. ასევე შუძლებელი იყო თავად შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ფაქტის სასამართლოში მტკიცება“, - აღნიშნავს ჩუგოშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-91 (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება) მუხლის ძალადაკარგულად ცნობას მისი კონსტიტუციის მე-18 (თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებთან წინააღმდეგობის გამო.

საქართველოს პარლამენტმა „პოლიციის შესახებ“ კანონს 91-ე მუხლი 2010 წლის 24 აგვისტოს დაამატა. აღნიშნული ნორმა პოლიციის თანამშრომელს უფლებას ანიჭებს დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის საფუძველზე გააჩეროს ადამიანი, ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება თუ პოლიციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარმოიშობა გონივრული ეჭვი.

თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში აღნიშნული დამატების შეტანასთან დაკავშირებით, საიამ პარლამენტს შენიშვნები გადაუგზავნა. საია აღნიშნავდა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ზედაპირული შემოწმება არ იყო ადამიანის შეჩერების თანმდევი აუცილებელი შედეგი. პოლიციელს ეძლევა ადამიანის გაჩერების შესაძლებლობა, ისე, რომ არ ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება.

„ამ შემთხვევაში კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ არ იძლევა იმ მიზნის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რატომ აჩერებს პოლიციელი ადამიანს. გარდა ამისა, კანონში არ ჩანს ის, თუ რას ნიშნავს გონივრული ეჭვი, რით განსხვავდება ეს უკანასკნელი დასაბუთებული ვარაუდისგან, რაც სისხლის საპროცესო კოდექსით ადამიანის დაკავების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. პოლიციელს არ ევალება განუმარტოს პირს, თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულის ჩადენის გამო მოხდა მისი შეჩერება. კანონიდან არ ჩანს ის, თუ როგორ ტარდება ზედაპირული შემოწმება და რით განსხვავდება ეს უკანასკნელი ჩხრეკისაგან. რაც მთავარია, არ ხდება შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების დოკუმენტირება, რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოში პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედებების მტკიცების შესაძლებლობას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ახალი ამბები