კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოსტავას გამზირზე ღამემ სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა

23 მაისი, 2011

22 მაისს ღამით „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობა საზოგადოებრივი მაუწყებელთან თავმოყრილ მომიტინგეებს, რომლებსაც კოსტავას გამზირი აქვთ გადაკეტილი.

ნონა გაფრინდაშვილმა მომიტინგეებს მოუწოდა, განლადგნენ შემოსაზღვრული ტერიტორიის კიდეებზე. მისი თქმით, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია სამართალდამცავების მხრიდან შემოტევა და ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

ამ მოწოდების შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არა აქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული სიგნალი მოსალოდნელი შეტევის შესახებ.

იმ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 200-მდე მომიტინგე იმყოფებოდა. ისინი შემოსაზღვრული ტერიტორიების კიდეებთან  განლაგდნენ. თითქმის ყველა მათგანს ხელში პლასტმასის მილი ეჭირა.

„სიგნალის“ მიუხედავად, კოსტავას გამზირზე ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდნენ „სახალხო კრების“ ლიდერები, მათ შორის - ნინო ბურჯანაძე, რომელიც აქციაზე გათენებამდე დარჩა.

ბურჯანაძემ მხარდამჭერებს გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, მათ მიერ დაკავებული ტერიტორია გააძლიერონ. მისი განცხადებით, კოსტავას გამზირის ის მონაკვეთი, რომელიც მათ აქვთ გადაკეტილი, გმირთა მოედნის მხარეს გაძლიერებულია. თუმცა, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის მხარეს მყოფ 70-მდე მხარდამჭერს ბურჯანაძემ შესასვლელის კარგად გამაგრება სთხოვა.

ბურჯანაძის ეს მოწოდება მისმა მხარდამჭერებმა შეასრულეს და გადაკეტილი მონაკვეთის ორივე მხარე გააძლიერეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები