კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებსა და ნასვამ ახალგაზრდას შორის მცირე ინციდენტი მოხდა

24 მაისი, 2011

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებსა და ნასვამ ახალგაზრდას შორის მცირე ინციდენტი მოხდა. 20-წლამდე ასაკის ნასვამმა მამაკაცმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორს ხელი გაარტყა, სხვას კი შეაფურთხა.

როგორც აქციის ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები აცხადებენ, ახალგაზრდა არ არის „სახალხო კრების“ მხარდამჭერი, არამედ პროვოკატორია. თუმცა ზოგიერთი მომიტინგე ამტკიცებდა, რომ ის აქციის მონაწილეა და თანამოაზრეებს სთხოვდა, მას ფიზიკურად არ გასწორებოდნენ.

ინციდენტის შემდეგ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს იყო საგანგებოდ მოწყობილი პროვოკაცია და ჟურნალისტებს ურჩია, საკუთარი უფლებების დასაცავად და მომხდარზე რეაგირებისთვის მისულიყვნენ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ახლოს მდებარე პოლიციის შენობაში და გაერკვიათ თუ ვინ იყო ინციდენტის ავტორი.

მოგვიანებით ჩხუბის ამტეხი ახალგაზრდა ერთმა ქალბატონმა და ორმა მამაკაცმა ტერიტორიიდან გაიყვანა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები