კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი და პატიმარი ერთ ოთახში ჩაკეტეს

24 მაისი, 2011

სოფო გეწაძე

„სასჯელაღსრულებითი დაწესებულება პატიმრის მნახველის უფლებებს ლახავს“, - მიაჩნია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ნინო ანდრიაშვილს. ადვოკატის განმარტებით, მისი უფლება 20 მაისს #17 დაწესებულებაში შეილახა.

ნინო ანდრიაშვილი აღნიშნავს, რომ ციხეში იმ ოთახის კარი ჩაუკეტეს, სადაც იგი ადვოკატის სტატუსით პატიმარს ხვდებოდა.

„როცა ვკითხე, რის საფუძველზე ხდებოდა ეს ყოველივე - პასუხად მივიღე, რომ ადმინისტრაციამ მიიღო შიდა ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი ტიპის ზომების მიღებას, რათა მსჯავრდებული თავისუფლად არ გადაადგილდეს ერთი ოთახიდან მეორეში“.

ადვოკატი განმარტავს, რომ მსჯავრდებული, რომელსაც იგი შეხვდა, ინვალიდის ეტლით გადაადგილდება და იგი ფიზიკურადაც ვერ შეძლებდა ერთი ოთახიდან მეორეში გადაადგილებას. თანაც, საპატიმროს დაცვა ვალდებულია, დაიცვას უსაფრთხოება ყოველგვარი ზედმეტი, მით უფრო - ასეთი ღირსების შემლახავი ზომების გარეშე.

ნინო ანდრიაშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ დახმარების საკითხების სამინისტროს სთხოვს.

მისი თქმით, კარის ჩაკეტვით ადვოკატს თავისუფლების უფლება ელახება. მსჯავრდებულების კონტროლის „ახლებური“ მექანიზმი მეტყველებს შესაბამისი პირების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაზე, ვინაიდან, სხვაგვარად ვერ ახერხებენ პრევენციული ზომების გატარებას: „სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დირექცია თავისი ბრძანებით სცილდება თავისი კომპეტეციის ფარგლებს და თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულის მსგავსად ადვოკატსაც უზღუდავს თავისუფლებას“. 

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ განმარტავს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ არ შეიძლება თვითნებურად დააკავონ ან დააპატიმრონ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

ახალი ამბები