კახეთის რეგიონში „სახალხო კრების“ ოფისები დაკეტილია. კრების წევრების თქმით, მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც თბილისში საპროტესტო აქცია დაარბიეს. მათივე თქმით, დარბევის შედეგად დაზარალებული აქტივისტების ნაწილი საავადმყოფოებშია მოთავსებული, ნაწილი კი მკურნალობას სახლში გადის.
„სახალხო კრების“ წევრები ვერ აკონკრეტებენ კრების ოფისები მუშაობას როდის განაახლებს ან განაახლებს თუ არა საერთოდ.
დღესვე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დოკუმენტი მოიპოვა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ პოლიციის მიერ დაკავებული 57 წლის გიორგი ფირალიშვილი, რომელსაც თელავის სასამართლომ 90 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა, „სახალხო კრების“ გურჯაანის რაიონული კომიტეტის წევრია. აქამდე ფირალიშვილის ოჯახის წევრები უარყოფდნენ, რომ დაკავებული „სახალხო კრების“ აქტივისტი იყო.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი