კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი მეზღვაურები მეკობრეობას და ბიუროკრატიას უპირისპირდებიან

8 ივნისი, 2011

შავი ზღვის მეზღვაურები იძულებულნი არიან, ნებისმიერ სამუშაოს დათანხმდნენ

„როგორ ვიჯდე და ვიცადო, როცა ვიცი, რომ ისინი პურსა და წყალზე არიან და არავის შეუძლია მითხრას, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება“, - ამბობს ნათელა ვერძაძე, ვისი მეუღლეც იმ 18- მეზღვაურთაგანია, რომლებიც სომალელ მეკობრეებს უკვე 8 თვეა, ტყვედ ჰყავთ.

ბერძნულ ხომალდზე მყოფი შალვა ვერძაძის, კიდევ 14 ქართველისა და სამი თურქის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებმა, რომლებიც გასული წლის სექტემბრიდან ადენის ყურეში მეკობრეებს ყავთ ტყვედ, ჯერ შედეგი ვერ გამოიღო.

ნატალია ხშირად აკითხავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მაგრამ ყოველ ჯერზე ეუბრებიან, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ მიუღწევიათ.

საქართველოს მთავრობის სახელით ერთადერთი განცხადება ამის თაობაზე იანვარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ გააკეთა. მან განაცხადა, რომ სამინისტრო დაუკავშირდა ხომალდის მფლობელებს, რომლებიც თავის მხრივ, მოლაპარაკებებს აწარმოებენ სადაზღვევო კომპანიასთან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავრობა ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

ეს შემთხვევა წარმოაჩენს იმ რისკებს, რასაც ქართველი მეზღვაურები აწყდებიან, როცა ნებისმიერ დამსაქმებელს თანმხდებიან სამსახურზე.

2009 წელს შალვა ვერძაძემ 12 სხვა მეზღვაურთან ერთად 10 თვე ფილიპინებზე პატიმრობაში გაატარა იარაღის გადატანის ბრალდებით. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხომალდის კაპიტანმა დანაშაული აღიარა.

ახლახან 5 ქართველი მეზღვაური ლიბიიდან გამოიქცა, სადაც ისინი თითქმის 1 წელი იმყოფებოდნენ. ხომალდი კომერციული დავის გამო იყო დაპატიმრებული. ამ დროის განმავლობაში ისინი იძულებულნი იყვნენ, დაეჭირათ თევზი, თავი რომ გამოეკვებათ.

კიდევ 8 მეზღვაური ინდოეთში ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ქართველები საერთაშორისო ნუსხაში დარეგისტრირებულ ხომალდებზე საშუამავლო კომპანიების გზით ხვდებიან, რომლებიც ხომალდთა მფლობელებს მეზღვაურთა სიებს აწვდიან. 

ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, მათი ყოველთვიური ხელფასი 800 აშშ დოლარია - ეს თანხა საქართველოში საშუალო შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება.

„სხვა გზა როცა არ არის, თავი და ოჯახი რომ გამოკვებო, მეზღვაურები სამუშაოს მომლოდინეთა რიგში დგებიან“, - ამბობს ანატოლი ჩიჯავაძე, საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარე.

პროფკავშირებში სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი 15 მეზღვაურის ოჯახების დახმარების ფონდი შეიქმნა.

დავით დევაძე იმ კომპანიის მენეჯერია, რომელმაც ვერძაძე სამუშაოდ მოაწყო. მისი შვილი იმ 15 ქართველთა შორის არის, რომლებიც მეკობრეთა ხელში იმყოფებიან. ის ამბობს, რომ მეზღვაურებმა იცოდნენ რისკის შესახებ, მაგრამ შეთავაზებული ანაზღაურების სანაცვლოდ მაინც დათანხმდნენ. 

საქართველოში აკრედიტებული მეზღვაურები ახლა ახალ შეზღუდვას წააწყდნენ. ნოემბრიდან ნაოსნობის უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს (EMSA)-ს გადაწყვეტილებით, ევროპული კომისია აღარ ცნობს დიპლომებს, რომლებიც საქართველოში გაიცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეზღვაურები, რომლებიც სასწავლო კურსს გადიან საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე ვერ იმუშავებენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ დადგენილებას სერიოზული შედეგები მოჰყვება. „ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მეზღვაურებს შეეხება, არამედ მათ ოჯახებს. ხალხი შესაძლოა, სახსრების გარეშე დარჩეს, განსაკუთრებით - ბათუმსა და ფოთში“, - განაცხადა მან. ვინაიდან ეს ის ხალხია, რომლებიც ბინებს ყიდულობენ, სახლებს აშენებენ, ქირაობენ მშენებლებს და ამით დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ეს დიდი დარტყმა იქნება შავი ზღვის რეგიონისთვის და ამ ადამიანების მომავლისთვის.

გიგა, ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული, ამბობს, რომ  EMSA-ს გადაწყვეტილება ქართველ მეზღვაურებს ცხოვრებას გაურთულებს.

„ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით გაუარესდა. ჩვენ, მიუხედავად ამისა, მაინც ვმუშაობთ ევროპულ ხომალდებზე, მაგრამ ახლა იძულებული ვიქნებით, დავთანხმდეთ უფრო სახიფათო სამუშაოს“, - განაცხადა მან.

გიგა მალე ისევ ზღვაში გავა და დარწმუნებული არ არის, დაზღვეულია თუ არა ხომალდი და თავად.

„მე ისე დიდხანს ვიყავი უმუშევარი, ამის შესახებ არც კი მიკითხავს“, - ამბობს ის.

ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

© ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი  http://iwpr.net

ახალი ამბები