12:37, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პარლამენტი საპატრიარქოს წინააღმდეგ

06.07.2011

ინტერპრესნიუსი

საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრას ოპოზიცია არ ეწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ახალი კანონის თანახმად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან „რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან. კერძოდ - რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა თემი, იუდეველთა თემი და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“.

როგორც პროექტის კენჭისყრამდე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობასა და საპატრიარქოს შორის გამართულმა კონსულტაციებმა შედეგი ვერ გამოიღო. კერძოდ, უმრავლესობა საპატრიარქოს სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი უფლებამოვალეობის დეკლარირებას სთავაზობდა, მაგრამ, როგორც კუბლაშვილმა თქვა, შეთანხმება ვერ შედგა.

„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 5 ივლისს როგორც მეორე, ისე მესამე მოსმენით დაამტკიცა.

4 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სპეციალური განცხადება გაავრცელა. მან კანონპროექტის განხილვის პროცედურის შეჩერება ამ საკითხზე საჯარო დებატების გამართვა ითხოვა. პარლამენტმა პატრიარქის თხოვნა ყურად არ იღო.

საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით საპატრიარქომ 5 ივლისს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოში თავისი ინიციატივით მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, რათა შემოეთავაზებინათ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვილილი ვარიანტი, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი. საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა. შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

კანონის ასე დაჩქარებული წესით მიღებას ოპოზიციაც აპროტესტებს. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვს. ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებამდე საჯარო და მრავალმხრივი დისკუსია უნდა გამართულიყო.

„მივმართავ მიხეილ სააკაშვილს, გამოიყენოს ვეტოს უფლება და ერთპარტიული პარლამენტის მიერ ნაჩქარევად მიღებულ კანონს ხელი არ მოაწეროს, რათა დაიწყოს ამ საკითხზე მრავალმხრივი საჯარო დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC