კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები გაუსაძლის პირობებში

27 ივლისი, 2011

გელა მთივლიშვილი

მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში აფხაზეთიდან დევნილების 7 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ორი კვირის წინ, საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, დაიწვა და ამჟამად ისინი თავს პოლიკლინიკის დაზიანებულ შენობას აფარებენ.

შენობაში სახურავიდან წყალი ჩადის, ელექტროენერგია დევნილებმა თავად გაიყვანეს, წყალს ჭიდან ეზიდებიან, რომელსაც დასალევად ვერ იყენებენ.

„ჩვენს საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი ორი კვირის წინ, დილის 4 საათზე გაუჩნდა. იმ დღეს სინათლე არ იყო და ელექტროსადენების გაუმართაობა ხანძრის მიზეზი ვერ გახდებოდა. მსხვერპლი არ ყოფილა. მხოლოდ ერთი დევნილი დაშავდა, 75 წლის ქალი - პაშა ჩხეტიანი, რომელიც შიშისაგან მეორე სართულიდან  გადახტა და ფეხი მოიტეხა. შენობას ცეცხლი ისეთი სისწრაფით მოედო, ნივთების გამოტანაც  ვერ შევძელით. სახანძრო მანქანა ჩვენი შეტყობინებიდან  2 საათის შემდეგ მოვიდა“, - აღნიშნა დევნილმა ნინო კვარაცხელიამ.

ხანძრის შემდეგ დევნილებს „თაგვისგან დაღრღნილი თეთრეული“, პლედები და პლასტმასის ჭურჭელი გადასცეს. „რამდენიმე დღეში გაზის ერთჯერადი ბალონებიც მოაყოლეს, რომლებიც პირველი გამოყენების შემდეგ ვეღარ დაიტვირთა“, - ამბობს კლარა ლაშხია.

ნინო კვარაცხელიას თქმით, ხანძრის შემდეგ მინისტრ კობა სუბელიანს სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა და პრობლემებზე მიწერა, მაგრამ  პასუხი არ მიუღია.

„აქვე, ძალიან ახლოს „შატო მუხრანის“ ტერიტორიაა, რომლის ერთ-ერთი მეპატრონე მამუკა ხაზარაძეა და აქ ცხენით ჯირითობს ხოლმე. ბავშვებმა ნახეს როგორ აჭმევდნენ მის ცხენებს ერთ ვედრო ქიშმიშს. ჩვენთვის ცხენის ბედიც სანატრელია“, - ამბობს ნინო კვარაცხელია.

არაერთი მცდელობის მიუხედავად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროდან კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.

ახალი ამბები