19:28, Monday, 30.05.2016
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აჭარის მთავრობა საქველმოქმედო ფონდს დანაპირებს არ უსრულებს

05.08.2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

„წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდს ხელისუფლებამ დაპირებული ფართი არ მისცა. ფონდმა დანაპირების მიღება სასამართლოს გზით სცადა. თუმცა, 5 აგვისტოს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ფონდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა.

საქველმოქმედო ფონდი, ე.წ. სათნოების სასახლე, ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #42-ში მდებარეობდა. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, ფონდს მასზე გადაცემული შენობა სახელმწიფომ დაატოვებინა. საქველმოქმედო ორგანიზაციას 822 კვ/მ ფართის ორსართულიანი შენობა 1995 წელს აჭარის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით გადაეცა. 2006 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაცემული აქტი გააუქმა და ქონება სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრირა. მას შემდეგ დაიწყო სასამართლო დავა. საქველმოქმედო ფონდმა საქართველოს ყველა სასამართლო ინსტაციაში საქმე წააგო. ამჟამად, აღნიშნულ საქმეზე სარჩელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე აპირებენ მიმართვას.

მანამდე კი, 5 აგვისტოს, „წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდი კიდევ ერთი სასამართლო გადაწყვეტილების ელოდა. სათნოების სასახლე გაჭირვებულ მოსახლეობას ყოველდღიურად სადილით უმასპინძლდებოდა და ღამის თავშესაფარი იყო მათთვის, ვისაც ქუჩაში უწევთ ღამის გათენება.

სვეტა კუდბა, „წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი: „აჭარის მთავრობამ მოგვთხოვა, დაგვეცალა ის შენობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით. ჩვენ რამდენიმე საპროტესტო აქცია გავმართეთ. ამ დროს მთავრობის სახელით გამოვიდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და თქვა, რომ ჩვენ სანაცვლო შენობას მივიღებდით. დაგვიბარეს სამინისტროში შესათანხმებლად. მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ ეს საქმე მის იმჟამინდელ მოადგილეს, აბესალომ გურგენიძეს დაავალა. გურგენიძემ მოგვცა საგარანტიო წერილი, რითაც ჩვენგან ითხოვდა, წარგვედგინა განაცხადი, თუ რა მიზნებისთვის გვჭირდებოდა ფართი.

ჩვენ, რა თქმა უნდა მივაწოდეთ პასუხი, რომ ისევე უფასო სასადილოს და დედათა და ბავშვთა თავშესაფრის გახსნისთვის გვჭირდება შენობა. ასევე აფხაზური სკოლის გაგრძელებისთვის. დამატებით ვითხოვდით, თუ იყო საშუალება, გაგვეხსნა რამე საამქრო, სადაც ეს ადამიანების იმუშავებდნენ“.

კუდბას ამის შემდეგ არანაირი პასუხი მიუღია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. ამიტომ მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა განცხადებით, რომ დაევალდებულებინა სამინისტრო დაპირების შესრულებაზე. თუმცა, არც აჭარის მთავრობას უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება:

„დანაპირების შესრულება ჩემი კაპრიზი როდია. მართლა სჭირდება ქალაქს ეს თავშესაფარი. იცით რამდენი წერილი მაქვს ჯანდაცვის სამინისტროდან, პოლიციიდან, უმაღლესი საბჭოდან, მერიიდიან წერილები იმ უსახლკაროების პრობლემებზე, რომლებიც ხვდებოდნენ საავადმყოფოებში. ჩვენი საქველმოქმედო ფონდი პატრონობდა მათ“, - ამბობს საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი.

როგორც კუდბა აცხადებს, სასამართლო პროცესზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა დაპირების არშესრულების მიზეზად ის დაასახელა, რომ ფონდის წერილში დასახელებული არ იყო, რა მისამართზე, რომელ შენობას ითხოვდნენ: „დავუსახელებდი „შერატონს“, მომცემდნენ? ჩვენ საიდან ვიცით, რომელი შენობაა სახელმწიფოს საკუთრებაში, რომ მოვითხოვოთ?!“
 
„წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის იურისტი, გია ქარცივაძე იცავდა: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოგვცა წერილობითი დაპირება, რომ გარკვეულ ფართს გამოუყოფდა საქველმოქმედო ფონდს. დაპირება არ შესრულდა. ჩვენ გვაქვს უფლება, დაპირების შესრულება მოვითხოვოთ. მოპასუხედ გვყავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც ფართის გამოყოფას დაგვპირდა და აჭარის მთავრობა, რომელმაც არ განიხილა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასამართლო პროცესის გამართვამდე დაუკავშირდა. გამომდინარე იქედან, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არა აქვს, სამინისტროს პოზიცია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ ზოიძემ მოკლედ გვითხრა: „5 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილება იქნება ამ საქმეზე. ყველაფერი ამ გადაწყვეტილებით გადაწყდება. სხვა კომენტარს არ ვაკეთებთ“.

შენობა, სადაც „წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას საქველმოქმედო ფონდი“ იყო განთავსებული, დღეს უკვე დანგრეულია.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ანნა55
2011-08-08 22:27
მათი განჩინებანი არაადამიანურ--კოდექსებითაა​ გაჯერებული!!!---&მსოფლიო სამართალს ანადგურებს დემოკრატიულობის აკვანი&...GEORGIA ბუნებაში არსებობს დაუწერელი კანონები<-(რომლებიც თვით თვითმყოფადობის სიმბოლოა (საქართველოს სახელმწიფოებრივი $ რეფორმა-განვითარება% როგორი მატერიალური ხარკებითაა გაზომილი- შედეგობრიობა და მწარე ყოფირება- მილიონზე მეტი მოქალაქე სოც. სააგენტოებში რეგისტრირდებიან და არსებული რეფორმა დატანჯული ხალხის ბუნებრივი გადარჩევის სელექციას ხელოვნურად აჩქარებს!!!&
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ რა გავლენა იქონია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე?
გაუმჯობესდა გაუარესდა არაფერი შეცვლილა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

უიმედოთა სოფელი
სამკურნალო წყლის - „ძუღურის“ შესახებ პირველად რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავიგეთ, რომ „ძუღურის წყალი“ ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან იყიდებოდა. იქიდან დაიწყო
ვრცლად...
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2016 HRIDC