პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა ჩინოვნიკი, რომლის საქმიანობასაც პროკურატურა იკვლევს
22.08.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი თამარ მათეშვილი, რომლის საქმიანობასაც კახეთის საოლქო პროკურატურა იკვლევს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის ინფორმაციით, ღირსების ორდენზე მათეშვილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ წარადგინა.
„არადა, მათთვის ცნობილი იყო, რომ 2 თვის წინ, პროკურატურამ გაითხოვა საფინანსო სამსახურის დოკუმენტები. ასევე, 2 თვის წინ, სამართალდამცავებმა დააკავეს შპს „2005“-ის უფროსი, რომელსაც ბრალი ედებოდა თანხების მითვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაში. ეს ორგანიზაცია რაიონის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ღირსების ორდენებს ისეთ ადამიანებს ურიგებენ, რომელთა საქმიანობასაც სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ“, - აღნიშნა გურაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას