აშშ-ში ბარაქ ობამას ბიძა დააკავეს
30.08.2011
აშშ-ის პოლიციამ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ბიძა დააკავა. „ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, ასევე აღმოჩნდა, რომ 67 წლის ონიანგო ობამა აშშ-ში არალეგალურად იმყოფება.
პრეზიდენტის ბიძა მასაჩუსეტსის შტატში დააკავეს. პოლიციელის განცხადებით, მათი ყურადღება მიიქცია ავტომანქანამ, რომლის მძღოლიც არაადეკვატურად იქცეოდა. დაკავებულმა წესრიგის დამცველებს ბარაქ ობამასთან ნათესაობის შესახებ შეატყობინა და მათ თეთრ სახლში დარეკვით დაემუქრა.
ამავდროულად გაირკვა, რომ პრეზიდენტის ბიძა ამერიკაში არალეგალური ემიგრანტია.
გამოძიება მას კანონის ორი ეპიზოდის დარღვევას ედავება. ონიანგო ობამა საიმიგრაციო სამსახურშია გადაყვანილი.
ინტერპრესნიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას