ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ჟურნალისტმა ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები დაარღვია
08.09.2011
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ჟურნალისტ თეა თოფურიას განცხადება გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ჟურნალისტის მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ. ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, მირიან ბოქოლიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები.
საქმე ეხება გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიას „სკანდალური გადაცემის შემდეგ მაია ასათიანს სიკვდილით ემუქრებიან“.
„სტატია ეხმაურება გადაცემა „პროფილს“, რომელშიც მოთხრობილი იყო ბავშვების იძულებითი შრომის შესახებ დუშეთის რაიონში. დედამ საკუთარი შვილები დაუტოვა ნათესავებს, სადაც ისინი წლების მანძილზე იმყოფებოდნენ. ბავშვები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ „მონურად“ ამუშავებდნენ. „პრაიმ-ტაიმი“ გამოეხმაურა გადაცემას და მოამზადა სტატია, რომელშიც დაბეჭდილი იყო ინტერვიუ ბავშვების დედასთან, ასევე ერთ-ერთ შვილთან. ისინი ამტკიცებენ, რომ გარდა შრომისა, გოგონა განიცდიდა სექსუალურ ძალადობასაც, რის შედეგადაც გააჩინა ბავშვი, რომლის ადგილსამყოფელსაც არ ასახელებს. ასევე, მისი და გადაყვანილია ტრეფიკინგის ცენტრის თავშესაფარში. სტატიაში დასახელებულია რესპონდენტების ვინაობა“, - აღნიშნავს თეა თოფურია.
ეთიკის საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას მიეღო ზუსტი ინფორმაცია. ასევე, მან სტატიაში ხევსურების არაერთხელ მოხსენიებით ყველაფერი არ იღონა პირთა ჯგუფის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
ეთიკის საბჭო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას