16:23, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათით მიკროფონები დადუმდა

19.09.2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის დარბაზები ტექნიკურად გამართულია. თუმცა, 15 სექტემბერს II სხდომის დარბაზში რატომღაც მიკროფონები არ მუშაობდა. ამის გარკვევა სასამართლოს თავმჯდომარესთან, თემურ გოგოხიასთან ვცადეთ, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ხოლო სასამართლოს ქსელების ადმინისტრატორი სერგო ხუმარიანი ამტკიცებს, რომ ამ დარბაზში ხმის გამაძლიერებელი მიკროფონი არც ადრე მუშაობდა.

15 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ განაგრძო 21 მაისს, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაკავებული შვიდი მოქალაქის საქმის განხილვა. სხდომის დარბაზში შესამჩნევი იყო, რომ 50-ადგილიანი დარბაზიდან 10 სკამი აღებული იყო. სასამართლო მანდატურებმა შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდეს. სხდომის დაწყების შემდეგ კი, ცხადი გახდა, რომ სხდომის დარბაზში ხმის გამაძლიერებელი მიკროფონიც გათიშული იყო.

ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეს მიკროფონის ჩართვა სთხოვა: „ბატონო მოსამართლევ, არაფერი გვესმის და მიკროფონი ჩართეთ...“ მოსამართლემ მხოლოდ ამ დროს განმარტა, რომ მიკროფონები არ მუშაობდა და დასაკითხ მოწმეს მოუწოდა, უფრო ხმამაღლა ესაუბრა. შემდეგ ეს თხოვნა მოწმეს კიდევ რამდენჯერმე გაუმეორა.
 
როგორც ვიზუალურად ჩანს, ბათუმის საქალაქო  სასამართლოს II სხდომის დარბაზი აღჭურვილია ოთხი პატარა და ორი დიდი დინამიკით, მიკროფონები კი მოთავსებულია როგორც სასამართლოს ორივე მხარეს, ასევე მოსამართლის მაგიდაზეც.

თუმცა, 15 სექტემბერს, დღის 3 საათიდან 5 საათამდე, მაშინ როდესაც 7 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობდა, რატომღაც მიკროფონი და დინამიკები არ მუშაობდა. ბრალდებულთა ახლობლები ამბობენ, რომ ტექნიკა მაშინ გამოირთო, რაც ბრალდების მხარის მოწმეების - პოლიციელების დაკითხვა დაიწყო.

აღნიშნულ საკითხზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თემურ გოგოხიას თანაშემწეს, ინგა ფუტკარაძეს სასამართლოს შიდა ტელეფონით დაუკავშირდა. რამდენიმე წუთში ფუტკარაძემ გვამცნო, რომ სასამართლოს თავმჯდომარე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და უზენაესი სასამართლოს პრესცენტრში გადაგვამისამართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქსელების ადმინისტრატორს, სერგო ხუმარიანსაც დაუკავშირდა. „მოხელე ჩამოვა და გააკეთებს. ეგ მიკროფონები არ ჩართულა და გაფუჭებულია დადგმის პირველივე დღიდან”, ამტკიცებს ხუმარიანი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენჯერმე დასწრებია სასამართლო პროცესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს II სხდომის დარბაზში და ხმის მიკროფონების გამართულ მუშაობის პრობლემა არც ერთხელ არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ვასაძე: „მიკროფონი ტექნიკური საშუალებაა და შეიძლება გაფუჭდეს. ალბათ, უბრალოდ, პრობლემა იყო. აბა, რატომ უნდა გამოერთოთ? თუ თვლით, რომ მიზანმიმართულად გამორთეს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემა იქნებოდა და უბრალოდ დაემთხვა ამ პროცესს“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Manoel
2012-03-01 15:53
In rienadg, and re-rienadg, and re-re-rienadg the quote above, where exactly does Sen. Obama characterize the SCOTUS' non-pursuit a "tragedy"?It seems the CONTEXT he's discussing is the characterization of the Warren court as 'radical' and that, IF the Court had addressed such issues, the characterization might, in some circles, be valid.Or are you just borrowing, heavily, from Drudge?
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC