კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატთა ასოციაცია 26 სექტემბერს საპროტესტო აქციას გამართავს

19 სექტემბერი, 2011

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის გამო, ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

ხატიაშვილის განცხადებით, 16 სექტემბერს გაიმართა ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილეს ადვოკატ ტარიელ მურმანაშვილის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც ხატიაშვილმა განაცხადა, ტარიელ მურმანაშვილს დევნიან თავისი პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისათვის, ანუ მოგებული საქმისთვის.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ადვოკატთა კორპუსის დევნა უპრეცენდენტო მასშტაბებს იღებს, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა, გრძელდება ადვოკატთა ტერორი, ირღვევა როგორც ადვოკატების, ასევე მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უფლება.

ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ადვოკატები აქციას 26 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან გამართავენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები