კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვეძათხევიდან ბავშვები სკოლაში სასწავლებლად 18 კილომეტრს ფეხით გადიან

22 სექტემბერი, 2011

დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის მაცხოვრებლები განათლების სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ვეძათხევიდან 4 მოსწავლე ყოველდღიურად სკოლაში სასწავლებლად 18 კილომეტრს ფეხით გადის. ადგილობრივები სასკოლო ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ.

„ვეძათხევიდან ანანურამდე დაახლოებით 9 კილომეტრია, ბავშვებს დღეში 18  კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. გზა საშიშია და ზამთარში ბავშვები სკოლაში სიარულს ვეღარ შეძლებენ. ამიტომ ვითხოვთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტმა ან განათლების სამინისტრომ ბავშვებისათვის სასკოლო ავტობუსი დანიშნოს“, - ამბობს ვეძათხევის მკვიდრი თამარ ინაშვილი.

როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე გამგეობა ვეძათხეველებს ვერაფრით დაეხმარება. „ვეძათხევიდან ძალიან ცოტა ბავშვი დადის სკოლაში და მათ გამო ავტობუსს ვერ დავნიშნავთ“, -  აღნიშნა დუშეთის გამგებელმა.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ვეძათხევის დაწყებითი სკოლის, რომელიც ქოხშია განთავსებული და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, ამ თემით უცხოური მედია დაინტერესდა. ბრიტანელი ჟურნალისტები ვეძათხევში ჩასვლას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები