კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შელაპარაკება თსუ-ს რექტორსა და სტუდენტებს შორის

3 ოქტომბერი, 2011

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მცირე ინციდენტი მოხდა.

მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის რექტორი სანდრო კვიტაშვილი და განათლების და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს სწავლის დაწყებას ულოცავდნენ, ღონისძიებაზე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის "ლაბორატორია 1918" წევრები მივიდნენ და უნივერსიტეტში სწავლის ხარისხისა და ფასის შეუსაბამობა გააპროტესტეს.

„ნუ ატყუებთ სტუდენტებს“, „არა ავტორიტარულ განათლებას“, „განათლების რეფორმა ჩავარდა“, „ფასები მაღალი ხარისხი დაბალი“ - პლაკატებმა მსგავსი წარწერებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ხატია ჩხენკელმა განაცხადა, განათლება, რომელსაც დღეს უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს, 2250 ლარი არ ღირს, სტუდენტური თვითმმართველობა კი „მთავრობის საქმეს აკეთებს“.

ამის საპასუხოდ კი, უნივერსიტეტის რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს სტუდენტთა ერთი ჯგუფი, რომელიც ადმინისტრაციასთან პრობლემებზე საუბრობს და მათი გადაჭრის გზებს სთავაზობს და მეორე ჯგუფი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აპროტესტებს.

„როცა უნივერსიტეტის სტუდენტი აცხადებს, რომ 4 წელია აქ სწავლობს და ვერაფერი მიიღო, ხოლო ამის შემდეგ მაინც აქვე აბარებს გამოცდებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ან რაღაც სხვა პრობლემა აქვს, რომელიც ჩვენთვის უცნობია, ან სწორ არჩევანს ვერ აკეთებს. ვისაც პათოლოგიური ზიზღი აქვს აქაურობის მიმართ, შეუძლია სხვაგან წავიდეს“, - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რექტორს მოსთხოვეს, დაედო პირობა, რომ საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანებულ სტუდენტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ, რასაც სანდრო კვიტაშვილმა ისტერიკა უწოდა და აღნიშნა, რომ სტუდენტებს ხელით არასოდეს არავინ შეხებია.

ვიდეო

 

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები