კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია - თამაზ თამაზაშვილის დაკავებას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს

17 ოქტომბერი, 2011

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ბესელიას თქმით, თამაზაშვილის დაკავება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება და ის რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„თამაზაშვილს იარაღი ჩაუდეს და ამის საფუძველზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეში ადვოკატები არიან ჩართულები“, - განაცხადა ბესელიამ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 12 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია,რომ სამართალდამცავებმა თბილისში კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი დააკავეს და მისი დაკავება შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდეს. თამაზაშვილის სიძე - ქალიშვილის ქმარი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელია.

12 ოქტომბერს, ასევე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა.

თამაზ თამაზაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის არაერთი მცდელობის მიუხედავად შსს-ში და მთავარ პროკურატურაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები