08:36, Wednesday, 03.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველო ძალიან ძვირს იხდის იმიჯის გამოსწორებისთვის

18.10.2011
Daily Nation

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ პიარ-კომპანიებთან კონტრაქტები გააფორმა. ერთ-ერთი კომპანიაა Podesta Group.

ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2010 წელს აშშ-ში ვიზიტის მოწყობაში დაეხმარა. ეს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში პირველი ვიზიტი იყო.

საქართველომ ლობისტურ ფირმასთან 300 000 დოლარის ღირებულების ექვსთვიანი კონტრაქტის ვადა გააგრძელა. კომპანიის მიერ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, Podesta Group-მა „ლობირება უნდა გაუწიოს საქართველოს ინტერესებს და უნდა დაეხმაროს მას კავშირების დამყარებაში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პრესასთან“.

გარდა ამისა, მისი ვალდებულებაა ქართველი პოლიტიკოსებისთვის შეხვედრების მოწყობა ამერიკელ კონგრესმენებთან. წარსულში, ბ-ნი სააკაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმცროსი ჯორჯ ბუშის ფავორიტი და დასავლურ ტელეარხებზე ხშირი სტუმარი იყო.

ის ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიას განასახიერებდა. თუმცა მისი პოზიცია გართულდა, როდესაც ევროკავშირმა 2008 წლის აგვისტოს კავკასიურ კონფლიქტზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში ომი საქართველომ დაიწყო.

ერთ დროს თბილი ურთიერთობები თბილისს და ვაშინგტონს შორის გაცივდა მას შემდეგ, რაც ბ-ნმა ბუშმა თეთრი სახლი დატოვა.

Podesta Group-თან კონტრაქტი ერთადერთი შეთანხმება არ არის, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა გააფორმა. კერძოდ, მსგავსი მოქმედი კონტრაქტი არსებობს ანალოგიურად გავლენიან ლობისტურ კომპანიასთან ვაშინგტონში – Gephardt Government Affairs-თან.

მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომპანია ამბობს, რომ მან „ხელი მოაწერა 430,000 დოლარის ღირებულების ერთწლიან კონტრაქტს საქართველოს მომსახურების უზრუნველყოფისთვის“.

ორიგინალი


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC