კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საინგილოში მოსწავლეებს საქართველოს დროშიანი ჩანთები ჩამოართვეს

20 ოქტომბერი, 2011

საინგილოში, კახის და ზაქათალის რაიონების ქართულ სოფლებში, აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოსწავლეებს საქართველოს დროშიანი ჩანთები ჩამოართვეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იუწყება საინგილოდან.

„ბავშვი სახლში რომ მოვიდა, ჩანთა აღარ ჰქონდა. წიგნები ხელში ეჭირა. ვკითხე, ჩანთა რა უყავი მეთქი და მითხრა, სკოლიდან ეზოში რომ ჩამოვედი, ვიღაც კაცები დამხვდნენ. სამნი იყვნენ. კარებში იდგნენ. ჩანთები შეგვიმოწმეს და რამდენიმე ბავშვს გამოგვართვესო“, - ამბობს სოფელ კახინგილოში მცხოვრები ქალბატონი.

„როცა ჩემს შვილს ვკითხე, კიდევ ვის წაართვეს მეთქი ჩანთა და მითხრა, მერე იმ ბავშვების მშობლებთან მივედი, რამე ხომ არ იცით მეთქი. აღმოჩნდა, რომ ხუთივე ჩვენგანს ჩანთები საქართველოდან გვქონდა ჩამოტანილი და ზედ საქართველოს დროშა იყო მიკერებული. ალბათ ამის გამო წაართვეს, აბა, სხვა მიზეზი ვერ ვნახეთ“, - აღნიშნავს ერთ-ერთი მოსწავლის დედა. მისივე თქმით, ჩანთა მის შვილს თბილისში მცხოვრებმა ნათესავმა სასწავლო წლის დაწყებამდე აჩუქა.

აზერბაიჯანის უშიშროების თანამშრომლების მიერ საინგილოს რამდენიმე სოფელში მოსწავლეებისთვის საქართველოს დროშიანი ჩანთების ჩამორთმევის ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში რამდენიმე პედაგოგმაც დაადასტურა, თუმცა მათ ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებაზე უარი თქვეს.

სოფელ ალიაბადის სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ემა ნაცვლიშვილი ერთადერთია, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ თავის საკლასო ოთახში ქართული დროშა ორჯერ გამოაკრა და ორჯერვე ჩამოხსნეს.

ამ პედაგოგს, 26 სექტემბერს, ლაგოდეხთან, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოებიც ჩამოართვეს. მასწავლებელი წიგნების დაბრუნებას დღემდე უშედეგოდ ითხოვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საზღვარზე წიგნების ჩამორთმევის შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საინგილოს ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად უშიშროების თანამშრომლებმა 200-ზე მეტი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ამოიღეს. ამის შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საქართველოდან საინგილოში ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის ბრალდებით, თბილისი - ზაქათალა - კახის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. დაკავებული საბაჟო წესების დარღვევაში დაადანაშაულეს, თუმცა თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები