კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ

26 ოქტომბერი, 2011

ოპოზიციონერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებენ.

საქმე ივანიშვილის ადმინისტრაციულ სარჩელს ეხება. მას თან ერთვოდა შუამდგომლობა სასამართლო წარმოების დასრულებამდე პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ, რომლის ძალითაც ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

ადვოკატ შალვა თადუმაძის თქმით, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ამის შესახებ ივანიშვილის დაცვის მხარე საქმის კურსში გუშინ ღამით ჩააყენა.

„ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოს ადმინისტრციული სარჩელით მიმართა. მას თან ერთვოდა შუამდგომლობა ივანიშვილისა და ხვედელიძისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების შეჩერების თაობაზე, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეუღლის კანონიერ ინტერესებს მნიშნელოვან ზიანს აყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილისა და ხვედელიძის საქმეები სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებებით იყო შედგენილი, მოსამართლემ საერთო გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება თავად ადმინისტრაციულ სარჩელს, მიიღებს თუ არა სასამართლო მას წარმოებაში, კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები