16:09, Friday, 10.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზვიოს აიძულეს, უარი ეთქვა ახალი „დარდუბალას“ გადაღებაში

27.10.2011

მარიამ ხურციძე

ზვიად ბლიაძემ შალვა რამიშვილის პროქტები „დარდუბალა“ და „აკრედიტაციის გარეშე“ დატოვა. მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უკავშირდება.

ზვიად ბლიაძემ „მაესტროს“ გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ განაცხადა, რომ მას დაემუქრნენ - თუკი „დარდუბალს“ გაგრძელებაში მონაწილეობას მიიღებდა, მისი ნათესავები სამსახურებს დაკარგავდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ზვიომ გარკვეული წინააღმდეგობა გასწია, ბოლოს იგი მაინც წავიდა ჩემი პროექტებიდან“, - აღნიშნა შალვა რამიშვილმა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.

შალვა რამიშვილი მთავარ მიზეზად ასახელებს ბლიაძის ძმას, რომელიც იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაცვის წევრია. აქედან გამომდინარე, ზვიოს უთხრეს, რომ თუ იგი „დარდუბელას“ არ ჩამოშორდებოდა, მისი ძმა სამსახურს დატოვებდა.

ზვიად ბლიაძეს დეტალების დასაზუსტებლად კვლავ უკავშირდებიან ჟურნალისტები, მაგრამ იგი კომენტარს აღარ აკეთებს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მულტსერიალი „დარდუბალა“ ცოტა ხანში  „მაესტროს“ ეთერით გავა. პროექტს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი დააფინასებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართულ პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა.

ზვიოს ნაცვლად, მულტსერიალს ახალი პროდიუსერი ეყოლება, მაგრამ მის შესახებ შალვა რამიშვილი ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

„დარდუბალას“, სავარაუდოდ, შეეცვლება სახელი და მუსიკაც, რადგან შალვა რამიშვილს მისმა ყოფილმა ქვისლმა, გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ   „დარდუბალას“ მუსიკის საავტორო უფლებაში წილი მოსთხოვა. ხაჩიძე ძველი „დარდუბალას“ საუნდტრეკის ავტორია.

მინისტრი აცხადებს, რომ თუ ახალ „დარდუბალაში“ მის მუსიკას გამოიყენებენ, მაშინ ივანიშვილმა მას ფული უნდა გადაუხადოს. „თანხას გავუნაწილებ ბავშვთა სახლებს, რომლებსაც ივანიშვილი აქამდე არ დახმარებია“, - წერს ხაჩიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„გოგა ხაჩიძემ ივანიშვილისგან ფული რომ მიიღოს, მან უნდა წარმოადგინოს საავტორო უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვას თანხა, რომელიც მას სურს“, - განაცხადა შალვამ რამიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, „დარდუბალა“ იყო პირველი ქართული ანიმაციური სერიალი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე ამახვილებდა ყურადღებას და მაშინდელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს აშარჟებდა. შალვა რამიშვილის თქმით, „დარდუბალას“ ახალი ვერსია ახლა უკვე დღეს მოქმედ პოლიტიკოსებს გაასარჟებს, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილსაც.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC