კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, ბათუმის პორტში „ატუს“ ტვირთი დააკავეს

3 ნოემბერი, 2011

„ქართუ ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი საქველმოქმედო-სამშენებლო ორგანიზაცია „ატუს“ კუთვნილი ტვირთი ბათუმის პორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია 2 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ტვირთში შედიოდა ორი ტრანსფორმატორი, მაღალი ძაბვის ორი გამანაწილებელი და სავენტილაციო მოწყობილებები.

როგორც პრესსამდივნო იუწყება, ტრანსფორმატორები და მაღალი ძაბვის გამანაწილებლები განკუთვნილია საჩხერის სამედიცინო ცენტრისთვის, რომლის მშენებლობასაც კომპანია „ატუ“ რამდენიმე თვეში დაასრულებს; სავენტილაციო მოწყობილობები კი, რუსთავში, მარტყოფსა და დიდ დიღომში მშენებარე რაგბის სტადიონებისთვის არის განკუთვნილი.

„აღნიშნული ტვირთი თბილისში უნდა განბაჟებულიყო. შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ამ დრომდე არ უცნობებიათ „ქართუ ჯგუფისთვის“ მიზეზი, რის გამო გააჩერეს ტვირთი ბათუმის პორტის საბაჟოზე“, - ნათქვმია ივანიშვილის პრესსმადივნოს ინფრომაციაში.

„ეს მხოლოდ ჩვეულებრივი საბაჟო პროცედურები იყო. ტვირთი დაკავებულიც კი არ ყოფილა, მხოლოდ პროცედურები გაიარა და ახლა თავისუფალია“, - შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურში.

3 ნოემბერს ინფორმაცია ტვირთის გათავისუფლების შესახებ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოშიც დაადასტურეს. „ტვირთი გუშინ საღამოსვე გათავისუფლდა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პრესსამდივნოში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები