კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემ ფოტოგრაფს ქუთაისში სოლიდარობა გამოუცხადეს

3 ნოემბერი, 2011

2 ნოემბერს ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50-მდე ადამიანმა ფოტოგრაფ რობერტო ქველინის სოლიდარობის აქცია გამართა. შეკრებილმა ჟურნალისტებმა, უბრალო მოქალაქეებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ფოტოგრაფის ცემის ფაქტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათთვის  მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა, მითუმეტეს - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით. მათ ეჭირათ ტრანსპარანტები: „დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება“; „დავიცვათ შემოქმედებითი თავისუფლება“; „ფარისევლობა+სიმხდალე=კოლექტიურ ძალადობას“.

ქუთაისელ ფოტოგრაფს, რობერტო ქველინის, ამა წლის 31 ოქტომბერს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ფოტოგრაფმა თავად განაცხადა Media.ge-სთან საუბრისას. მისი მონათხრობით ირკვევა, რომ შემთხვევა 31 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა: „მეგობარ გოგონასთან ერთად მივდიოდი. მივუახლოვდი ოთხი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც აშკარად ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მათ ჩემი მისამართით დაიწყეს აგრესიული გამონათქვამები - ეს არ არის, ქალი რო გააშიშვლაო?! ბუნებრივია, მე შეველაპარაკე, რის შემდეგაც ცემა დამიწყეს. ჩემი მეგობრისკენაც კი გაიწიეს“, - ყვება რობერტო ქველინი, რომელიც უცნობების აგრესიას 2011 წლის 3 ოქტომბრის ფოტოსესიას უკავშირებს.

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურს „ილო“-ს ფარგლებში, რობერტო ქველინიმ მეგობარი გოგოს შიშველი ფოტოსესია მოაწყო  ქუთაისში, თეთრ ქვებთან, სწორედ თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამას სოციალურ ქსელებში და მედიაში გამოხმაურება და განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.

ფოტოგრაფის ინფორმაციით, ამ ფოტოსესიის შემდეგ ძალიან გახშირდა  ქუჩაში მისი შეურაცხყოფა უცხო ადამიანების მიერ, რამდენჯერმე დაემუქრნენ კიდეც.

ფოტოგრაფი ამბობს, რომ ცემის  შემდეგ მან პოლიციას მიმართა. სამართალდამცავებმა იგი დაკითხეს და სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარეს.

ფოტოგრაფის ინფორმაციით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა „ძალიან ოპერატიულად იმუშავეს“ და ოთხივე პირი, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უკვე დაკავებულია.

 მირიან გორგოძე, media.ge 

ორიგინალი

 

ახალი ამბები