კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრიჯიტ ბარდომ გიგი უგულავას ღია წერილი გამოუგზავნა

8 ნოემბერი, 2011

ცნობილი ფრანგი მსახიობი და მომღერალი ბრიჯიტ ბარდო თბილისის მერს, გიგი უგულავას ღია წერილს უგზავნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებიდან აცნობეს, ღია წერილში ბრიჯიტ ბარდო თბილისში ცხოველთა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და გიგი უგულავას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

„მსურს, გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქ თბილისში მოხეტიალე ცხოველებთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. თბილისში ყოველწლიურად ათასობით ცხოველი იხოცება საშინელ პირობებში…მოხეტიალე ცხოველების ეს მასობრივი ხოცვა, რომელიც სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, მხოლოდ ცხოველთა ზედმეტი პოპულაციის პრობლემის ეფექტს შეეხება ისე, რომ მის გამომწვევ მიზეზებს არ ებრძვის. ასე რომ, იგი უშედეგოა და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ცხოველთა პოპულაციის მართვის საშუალებას, როგორც ეს დადასტურდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ეს არაადამიანური მეთოდები პირიქით, იწვევს ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაციას, მოხეტიალე ცხოველების რიცხვის ხელოვნურ ზრდას და ამ ცხოველების ნებისმიერ სანიტარულ კონტროლს შეუძლებელს ხდის. მტკიცედ ვგმობ ამ სასტიკ და ამავე დროს არაეფექტურ პრაქტიკას და მოგმართავთ თხოვნით, დაიწყოთ დიალოგი თქვენი ქვეყნის ასოციაციებთან და პროფესიონალებთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად განისაზღვროს თბილისში მოხეტიალე ცხოველების მართვის ცივილიზებული და მდგრადი პროგრამა", - ნათქვამია უგულავასთვის გამოგზავნილ ღია წერილში, რომელიც საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ გაავრცელა.

ამასთან, ბრიჯიტ ბარდო უგულავას რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევს, მათ შორის - დაუყოვნებლივ შეწყდეს მოხეტიალე ცხოველების ხოცვა; ჩამოყალიბდეს ცხოველებთან მუშაობის სპეციალური ჯგუფი; გაიხსნას ცხოველთა თავშესაფარი; რომლის მართვაც დაევალება არასამთავრობო ორგანიზაციებს; დაინერგოს ვაქცინაციის, სტერილიზაცია/კასტრაციისა და დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირების პროგრამა და საზოგადოების მგრძნობელობის ასამაღლებლად შემუშავდეს გარკვეული პროგრამები, რათა გაადვილდეს იდენტიფიცირებული ცხოველების შვილება ან თავისუფლებაში გაშვება.
"დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი შეძლებს, განახორციელოს ქალაქში მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის ეთიკური მართვა ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან თანამშრომლობით და ცხოველთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია ღია წერილში.

წერილის ფრანგულენოვანი ვერსია განთავსებულია შემდეგ ინტერნეტმისამართზე- http://gspsa.org.ge/uploads/attachments/lettre%20g%C3%A9orgie%202011.pdf 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები