კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა

9 ნოემბერი, 2011

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მიმართა.  ჟურნალისტი კახეთის საოლქო პროკურატურის ყოფილ პროკურორს ლევან საჩიშვილს უჩივის და მისი მხრიდან მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

ჟურნალისტს იურიდიულ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი უწევს.

საჩივარში აღნიშნულია: „მოგახსენებთ, რომ ვარ ჟურნალისტი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი. 2011 წლის 6 ნოემბერს პირად ელ-ფოსტაზე მივიღე წერილი. წერილი 6 ნოემბერს, 3:12 საათზეა გამოგზავნილი ლევან საჩიშვილის პირადი მეილიდან. წერილში ლევან საჩიშვილი მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებს ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით და ასევე, რაც ყველაზე მთავარია, წერილის ბოლოს წერს, რომ სადაც შემხვდება, იქ დამამიწებს, ანუ ლევან საჩიშვილი დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

ლევან საჩიშვილის საქმიანობიდან და პიროვნებიდან გამომდინარე, მე გამიჩდა საფუძვლიანი შიში, რომ ეს პიროვნება რეალურად განახორციელებს მუქარას. ლევან საჩიშვილთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 4 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია. ჩვენ ვწერდით, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ლევან საჩიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საჩიშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. თელავის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საჩიშვილმა ერთ-ერთ საქმეზე დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს ბრალი კანონით დადგენილ ვადაში არ წაუყენა, რის გამოც პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა“ (იხ. მასალა). ვფიქრობ, რომ სწორედ აღნიშნულმა სტატიამ გამოიწვია ლევან საჩიშვილის გაღიზიანება.

იქიდან გამომდინარე, რომ საჩიშვილის გაღიზიანება გამოწვეულია ჩემი პროფესიული საქმიანობის განხორციელებით, კერძოდ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებით, გამიჩნდა მის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ლევან საჩიშვილი არის კახეთის საოლქო პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მისი ძმა, აკა საჩიშვილი მუშაობს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილედ, ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი და დაზუსტებული ინფორმაციით, ვიდრე თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით ლევან საჩიშვილს პროკურატურიდან გაათავისუფლებდნენ, მან და კიდევ ერთმა სამართალდამცავმა, ტაბელური იარაღით, თელავში, მამაკაცი ისე სცემეს, რომ დაშავებული რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება შიში, რომ ასეთი მუქარა რეალურად იქნება განხორციელებული. მე  ყოველ წუთს ველოდები მისი მხრიდან ძალადობრივ ქმედებას. ყველა ადამიანს აქვს მშვიდ და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, ლევან საჩიშვილის რეალური მუქარები კი არ მაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, დასჯადია: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როცა მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ამასთან, მუქარის წერილით ჩდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მას სურს მე, როგორც ჟურნალისტმა არ განვაგრძო ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა, რადგან  მუქარის წერილი ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე იქნა გამოგზავნილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, დასჯადია. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ძალადობის მუქარით კი დამამძიმებელი გარეომებაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეაფასოთ ჩემს მიერ მოყვანილი გარემოებები სამართლებრივად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე  დაიწყოთ გამოძიება“.

ფოტოზე: ლევან საჩიშვილი

ახალი ამბები