კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დისკუსია ბიოლის ფონდში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებზე

18 ნოემბერი, 2011

16 ნოემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე: „მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში“. 

ძირითადი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში,   ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თამუნა გვარამაძე, პროექტის კოორდინატორი; საზოგადოებრივი დამცველის აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე.

ძირითადი აქცენტი,  2011 წელს სასამართლოში უხეშ დარღვევებზე გაკეთდა.

„საჭიროა სამართლიანი სასამართლო, რათა მისადმი ნდობა დაუბრუნდეს ხალხს. სასამართლოს  რეფორმები არის შესაცვლელი“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თამუნა გვარამაძემ საერთო სასამართლოების არაპროპორციულ სასჯელებზე ისაუბრა.

საზოგადოებრივი დამცველის აღმასრულებელმა დირექტორმა, მანანა კობახიძემ  საკმაოდ ბევრი და  შემაშფოთებელი შემთხევები უამბო საზოგადოებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირის კომისრის, თომას ჰამარბერგის ანგარიშზე საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. უჩა ნანუაშვილის თქმით, ჰამარბერგი თავისი პრინციპული პოზიციების გამო საქართველოს ხელისუფლებამ „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.

მომხსენებელთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მარიამ ხურციძე

ახალი ამბები