კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაქარია ქინქლაძის პროცესი გადაიდო

22 ნოემბერი, 2011

თელავის რაიონულ სასამართლოში ზაქარია ქინქლაძის პროცესი გადაიდო. როგორც ზაქარია ქინქლაძემ მოსამართლეს განუცხადა, მან ადვოკატის აყვანა ვერ შეძლო, რადგან ვისაც მიმართა, მისი ინტერესების დაცვას მოერიდნენ და უარი უთხრეს.

ზაქარია ქინქლაძემ ადვოკატის ასაყვანად 10 დღიანი ვადა ითხოვა, რაც მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ქისიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ზაქარია ქინქლაძეს სასამართლოში უჩივლა. ქისიშვილი ქინქლაძეს იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და მისგან 1500 აშშ დოლარის გადახდას ითხოვს. ქინქლაძე აცხადებს, რომ ქისიშვილის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან თანხა სრულად აქვს გადახდილი და მოწმეებიც ჰყავს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადების გავრცელების შემდეგ, ზაქარია ქინქლაძის შვილი, ლევან ქინქლაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრიდან გაათავისუფლეს. ზაქარია ქინქლაძეს კი სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები ფართი დააცლევინეს. მას იჯარის ხელშეკრულება 2016 წლამდე ჰქონდა გაფორმებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები