არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ აპროტესტებს მერიის პროექტის, „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონს.
„საზოგადოებრივი დამცველი“ აცხადებს, რომ მერიის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული აუქციონი, მიმართულია თავისუფალი პრესის წინააღმდეგ.
„დემოკრატიის ინსტიტუტებზე პირდაპირი და ირიბი ზეწოლა ხორციელდება, ამ ტიპის ქმედებები ეჭქვეშ აყენებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პრესის წარმომადგენლებს და მოვუწოდებთ საქართველოში ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, მხარი დაუჭიროს პრესის ჟურნალისტებს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან მაქსიმალურ ყურადღებას და შეფასებას მოითხოვს შეფარული კამპანია, რომელიც მიმართულია პრესის გავრცელების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია „საზოგადოებრივი დამცველის“ განცხადებაში.
მარიამ ხურციძე