14:37, Sunday, 19.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნიკა რურუა: „ფიროსმანის ნახატი აუქციონზე უკანონოდ მოხვდა“

30.11.2011
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, ლონდონის აუქციონზე ფიროსმანის ნახატის „ნაბდიანი მწყემსი წითელ ფონზე“ გატანა უკანონოდ მოხდა.

„ფიროსმანის ტილოს ჰქონდა კულტურული ძეგლის სტატუსი მინიჭებული. მისი გაყიდვა კი არა, ქვეყნიდან გატანაც კი კულტურის სამინისტროსთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც არ მომხდარა. ნახატი საზღვარგარეთ როგორ აღმოჩნდა, ბურუსით არის მოცული“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, ლონდონში აუქციონზე ფიროსმანის ნახატი 600 000 გირვანქა სტერლინგად (1 მლნ 500 ათასი ლარი) გაიყიდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძღარაშვილმა აცნობა. მისივე თქმით, წლების განმავლობაში ნახატი ცნობილი მხატვრის დავით კაკაბაძის ოჯახში იყო დაცული.

„კაკაბაძეს სახლში ფიროსმანის 5-6 ნახატი ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, კაკაბაძეებმა „მწყემსი“ რიგაში გააჩუქეს. ამ ზაფხულს ლონდონის ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ გამოაქვეყნა რეკლამა, აუქციონზე რა რესურსები გაიყიდებოდა. რეკლამაში იყო ნახსენები, რომ გაყიდვაშია ფიროსმანის „მწყემსი“. ვიდრე აუქციონზე ფიროსმანის ეს ნახატი 600 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდებოდა, საქართველოს კულტურის სამინისტროს სამუზეუმო განყოფილებას ვაცნობე, რომ „მწყემსი“ აუქციონზე იყო გატანილი, მაგრამ ყური არავინ გაიბერტყა“, - განუცხადა მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ცნობილი მხატვრის, დავით კაკაბაძის შვილიშვილი მარიამ კაკაბაძე ამბობს, რომ ფიროსმანის „ნაბდიანი მწყემსი წითელ ფონზე“, რომელიც მათ ოჯახში წლების განმავლობაში ინახებოდა, არალეგალურად არ გაჩუქებულა.

„იმ პერიოდში კულტურული ძეგლების გასხვისებასთან დაკავშირებით კანონი არ არსებობდა. ახალი კანონი 2007 წლის მერეა. ეს ძალიან სწორეა და მე ამას ვემხრობი იმიტომ, რომ საქართველოს საკუთრებაა აბსოლუტურად ყველანაირი ხელოვნების ნიმუში. თუმცა, ახალი კანონი ამ შემთხვევას არ ეხება, რადგან გაჩუქება მოხდა ამ კანონის მიღებამდე მანამდე. გაჩუქების მიზეზი ჩემთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა მარიამ კაკაბაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC