12:35, Wednesday, 12.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ენვერის“ საქმის ახალი დეტალები

16.12.2011

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

გახმაურებული სპეცოპერაცია „ენვერის“ საქმის ფიგურანტების სააპელაციო საჩივრის განხილვა სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ამის შესახებ „პირველს“ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი მფრინავის, დავით მესხიძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა აცნობა.

„თავად პროცედურები უკვე დარღვეულია და ამას ხშირადაც არღვევენ ხოლმე. სააპელაციო სასამართლოში საქმის შესვლიდან სამ თვეში მისი განხილვა უნდა დასრულდეს. სააპელაციო საჩივარმა, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაუგებარი მიზეზების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში იდო, სააპელაციო სასამართლომდე მიაღწია და უკვე თვეზე მეტია, სასამართლოშია. გვითხრეს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში სასამართლო სხდომა ჩაინიშნება, მაგრამ ჩემი ვარაუდით, საქმის განხილვა იანვრამდე არ დაიწყება“, - განუცხადა „პირველს“ ადვოკატმა. 

როგორც საქმეში ჩახედული პირები ვარაუდობენ, განხილვა იმ მიზეზით ჭიანურდება, რომ გამოძიებამ საქმის ვერცერთი ძირითადი ფიგურანტისგან აღიარებითი ჩვენებები ვერ მოიპოვა და ამ გზით მათი ნებისყოფის გატეხვა სურთ.   

რაც შეეხება თავად მსჯავრდებულთა ამჟამინდელ მდგომარეობას, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული შიკოიანისა და გევორქიანის ადვოკატის ნანა წულაძის ინფორმაციით, მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს გლდანის #8 საპყრობილეში იხდიან, საპატიმრო პირობებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ შიკოიანი და გევორქიანი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ, დანარჩენი მსჯავრდებულები კი, მათ შორის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მფრინავები ბრალს არ აღიარებენ.

საქმის დეტალებზე საუბრისგან ადვოკატები გრიფ „საიდუმლოს“ გამო თავს იკავებენ.

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, საქმეში არსებობს პირი, რომელიც პროცესზე „გიორგი აბაშიძის“ სახელით დაიკითხა.

„როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ეს პირი თავის დროზე გრუ-ში აგენტად ქართულმა მხარემ ჩანერგა და ის ქართული მხარის მეთვალყურეობით რუსეთს თბილისისთვის საჭირო ინფორმაციას გადასცემდა, მოსკოვისთვის კი „ჩვენებისთვის“ საჭირო ინფორმაციები მოჰქონდა. შემდეგ ეს პირი გრუ-მ თითქოს თავად გადაიბირა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ორმაგი აგენტის როლს თამაშობდა, კიდევ მოგვიანებით კი ისევ ჩვენებმა გადმოიბირეს. როგორც „გიორგი აბაშიძე“ ყვება, ერთ-ერთ ვახშამზე, როდესაც მისი „მეკავშირეები“ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, მას უთხრეს, „შენგან საზღვაო ძალებიდან გვჭირდება ინფორმაცია, თორემ საჰარეოდან ისედაც ვიღებთ“-ო და ამ მხრივ ხელი ვინმე კვაჭანტირაძისთვის დაუდიათ. კვაჭანტირაძე ერთ-ერთია იმ თოთხმეტი მფრინავიდან, რომელმაც ასლან აბაშიძის დროს ბათუმის საავიაციო სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. მას მათთან ძალიან ხანმოკლე პერიოდი უმსახურია და შემდეგ მოსკოვში გადასულა საცხოვრებლად. ამ დროისთვის მასზე ძებნაა გამოცხადებული. დაკავებული მფრინავებიდან "აბაშიძეს" ხელი არავისთვის დაუდია, თუმცა სწორედ ასე გავიდა გამოძიება იმ 6 მფრინავზე, რომლებიც კვაჭანტირაძესთან მეგობრობდნენ. მოგვიანებით ისინი დააკავეს კიდეც, მაგრამ ბრალს რეალურად ამ დრომდე ვერ უმტკიცებენ“,  - ყვება წყარო.

როგორც „პირველმა“ მის მიერ ზემოთნახსენებ მფრინავებთან დაკავშირებით გაარკვია, ასლან აბაშიძის პერიოდში - 2001 წელს ბათუმის საავიაციო სასწავლებლის წარმატებით დასრულება და შესაბამისი დიპლომის მიღება 60 კურსანტიდან მხოლოდ 14-მა შეძლო, რომელთაგან 6 ამ დროისთვის ჯაშუშობისთვის იხდის სასჯელს, ხოლო 8 დაჭერას გადაურჩა, თუმცა სამსახურიდანაა გათავისუფლებული.

სპეცოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში დაკავებულ მფრინავთა შორის არიან ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე და ტარიელ აბაშიძე.

„2008 წლის ომის დროს ეს ბიჭები საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ცხელი წერტილებიდან იარაღი გაჰქონდათ, შემდეგ კი ბორჯომის ტყეებში ხანძარს აქრობდნენ, რისთვისაც სააკაშვილმა მათ ჯილდოებიც გადასცა. დაკავებამდე პრეზიდენტი დაცვის თანხლებით სწორედ მათ გადაჰყავდათ ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი საფრენ ბილიკზე იქნა აყვანილი. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მათზე დაკვირვება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. დავუშვათ, ამ მდრომდე მტკიცებულებები არ ჰქონდათ მათ დასაკავებლად, მაგრამ ეჭვი ხომ ჰქონდათ?! მაინტერესებს, ასეთ პირობებში როგორ ანდობდნენ მათ პრეზიდენტის სიცოცხლეს?! საქმეში მხოლოდ თითქოსდა საიდუმლო ინფორმაციის შემცველი „ფლეშკები“ არსებობს, რომლებიც მსჯავრდებულთაგან ზოგს - ბუხრის თავზე, ზოგს - ხატების კუთხესთან, მოკლედ, თვალშისაცემ ადგილებზე აღმოუჩინეს. გარდა ამისა, ეს „ფლეშკები“ არანაირ საიდუმლოებას არ შეიცავს: ეს არის ინფორმაცია მფრინავების ყოველდღიური განრიგის შესახებ, რომელიც, როგორც თავად მფრინავები აცხადებენ, ბაზაზე თითქმის ყოველ ოთახში კედლებზე იყო გაკრული, ხოლო წელიწადში ერთხელ - მფრინავების დღეს, როდესაც ბაზაზე მფრინავებთან ახლობლებსა და ოჯახის წევრებს უშვებდნენ, ეს ინფორმაცია ნებისმიერი მათგანისთვისაც ხდებოდა ხელმისაწვდომი. ყველაზე სასაცილო მაინც სასამართლოს განცხადებაა. სარეზოლუციო ნაწილში ვკითხულობთ: „...მსჯავრდებულებმა გაურკვეველ დროს, გაურკვეველ ვითარებაში გაურკვეველი ინფორმაცია გადასცეს...“. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - აცხადებს წყარო და ვინაობის გამჟღავნებაზე უარს იმ მოტივით აცხადებს, რომ საქმეს ამ დრომდე გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს შს სამინისტრომ სპეცოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში სულ 15 პირი, მათ შორის 6 მფრინავი დააკავა, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ე.წ. გრუ) ფარულ კავშირში იმყოფებოდნენ.

დაკავებულთაგან 13-ის ვინაობა შს სამინისტრომ იმთავითვე გაამჟღავნა. რაც შეეხება დარჩენილ ორს, ოფიციალური ინფორმაციით, „გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობის“ გათვალისწინებით, მათთან საპროცესო გარიგება გაფორმდა და შესაბამისად, მათი ვინაობა კონფიდენციალური დარჩა.

მოგვიანებით საპროცესო გარიგება 13-დან ერთ-ერთთან - გაბრიელ უსტალიშვილთანაც გაფორმდა და მას 6-თვიანი რეალური სასჯელის მოხდა დაეკისრა. ამ დროისთვის ის უკვე თავისუფალია.

შემდგომ გაირკვა, რომ საპროცესო შეთანხმება პეტრე დევრიშიძესთანაც გაფორმდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თეიმურაზ პატარიძის ახლობელია, ამ უკანასკნელმა კი, არაოფიციალური ინფორმაციით, „სპეცოპერაცია „ენვერის“ წარმატებულად დასრულების“ გამო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიიღო.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმის ფიგურანტ 9 პირს მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ, ედუარდ აბდულაევი, არმენ გევორქიანი, რუბენ ჩიკოიანი, ტარიელ აბაშიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე, დავით მესხიძე სასამართლომ ჯაშუშობაში სცნო დამნაშავედ და თავისუფლების 11 წლით აღკვეთა განუსაზღვრა. გელა კაკაბაძე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენასა და შენახვაში სცნეს დამნაშავედ და დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების 13 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს. რუსლან გალოგრესა და იური სკრილნიკოვს კი საქართველოს წინააღმდეგ უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლისა და საქმიანობის ბრალდებით 14-14 წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ცნობისთვის, "ენვერის" საქმესთან დაკავშირებით „მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის“ 2010 წლის 15 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში აჭარის ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა ბადრი მელაძემ განაცხადა, რომ „მთელი ეს საქმე დევრიშაძემ და პატარიძემ მოაწყვეს, „პატარიძემ ვარსკვლავი მიიღო, დევრიშაძე კი ციხეში ცოტა ხნით ჩასვეს და გამოუშვებენ“.

„პატარიძესა და დევრიშაძეს ერთობლივი ბიზნესი აქვთ: ამ საქმემდე ცოტა ხნით ადრე მათ თევზსაჭერი გემი აიღეს. პატარიძის ძმა რუსეთში ციხეში იჯდა და დევრიშაძე მის გათავისუფლებაში დაეხმარა. პატარიძესთან ერთად დევრიშაძე ქართულ არმიას კონსერვირებული ხორცით ამარაგებდა“, - განაცხადა მელაძემ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: პეტრე დევრიშაძე
2013-02-21 02:19
მე ნამდვილად არ მომიწყვია ,და არაკაცს პატარიძეს ნამდვილად სურდა 15 წლით ჩემი ყოფნა ციხეში.როგორ შეიძლება ამ ურჩხულთან საქმე იქონიო,სანამ დაწერთ,დაფიქრდით.ბადრი მელაძე არის ქათმის ქურდი და სულ ხორცი აქვს ენაზე.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC