კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„SOS - მედია საფრთხეშია“

21 დეკემბერი, 2011

media.ge

„SOS- მედია საფრთხეშია“, - ამ ლოზუნგით ჟურნალისტებმა ტელეკომპანია „მაესტროში“ მისი მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის შეჭრა და მერიის გადაწყვეტილებით, პრესის ჯიხურების აღება გააპროტესტეს. აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართა.

„აქ მოვედით იმისათვის რომ ხელისუფლებამ აღასრულოს თავისი მოვალეობა და გამოაძევოს ეროსი კიწმარიშვილი „მაესტროს“ შენობიდან“, - განაცხადა 20 დეკემბერს აქციაზე „მაესტროს“ ერთ -ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა.

მისი განმარტებით, რეესტრში „მაესტროს“ დირექტორად ბაჩო კიკაბიძეა რეგისტრირებული, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა შენობიდან  გააძევა.

„კანონი აღიარებს, რომ დირექტორი არის ბაჩო კიკაბიძე, ხოლო პოლიცია და მიხეილ საკაშვილი ამას არ აღიარებენ. ვითხოვთ კანონის აღსრულებას, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ შენობაში შესვლა და მუშაობა“, - ამბობს ღლონტი.

ეროსი კიწმარიშვილი 30 ნოემბერს საკუთარი დაცვის წევრებთან ერთად ტელეკომპანიის ტერიტორიის ღობეზე გადაძვრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ პროცესის შესაჩერებლად მიიღო, რომელიც ტელეკომპანიის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე გასხვისებას გულისხმობს.

„დავუშვათ ვიქირავეთ ეროსი, რომელსაც ტელევიზიაში გარკვეული თანხა შემოჰქონდა. შემდეგ ვნახეთ სხვა, ვინც მეტ შემოსავალს მოგვიტანს. არ შეგვიძლია, რომ ეროსის მივცეთ კომპენსაცია და გავუშვათ? კონტრაქტი ამას ითვალისწინებს. ასეც რომ არ იყოს, რას ძვრებოდა ღობეზე?! წასულიყო და სასამართლოში ეჩივლა“, - აცხადებს ღლონტი.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში კი პრესის მკვლელობას უწოდებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, პრესის გავრცელების ჯიხურების ადგილებზე ტენდერის გამოცხადების შესახებ.

„ქალაქში აღარ დარჩა ჯიხური, რომელიც პრესას ავრცელებდა. მთავრობა პრესის გავრცელების მეორე საშუალებას, სტენდებს „რეშოტკებს“ უწოდებს  და მოსალოდნელია, რომ ამასაც მოსპობენ. თუ ლენინივით მარტო „ისკრა“ უნდათ რომ გამოვცეთ, არ ვიცი“, - ამბობს ტუღუში.

„ქალაქის კულტურის ერთ-ერთი ელემენტი გაზეთის კითხვაა. ხალხი კონკრეტულ ადგილას ეჩვევა წლების მანძილზე გაზეთის ყიდვას. მიყვარდა ბუკიას ბაღში ან დოლიძის კუთხეში რომ ვყიდულობდი ხოლმე პრესას. არ მინდა, ახლა იქ ვიყიდო კვერცხი, როცა ყოველთვის ვყიდულობდი გაზეთს. ეს ძალმომრეობაა“, - ამბობს ტელეკომპანია „კავკასიას“ ჟურნალისტი, ალექსანდრე ელისაშვილი.

თბილისის მერიამ სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებად დედაქალაქის ქუჩებში,  1000 ადგილზე,  აუქციონი 11 ნოემბერს გამოაცხადა. 150 ლოტი იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც წლების განმავლობაში პრესის გამავრცელებელი ჯიხურები დგას.

მერიამ აღნიშნული ჯიხურების აღება უკვე მოსთხოვა მის მფლობელ კომპანიებს „პლანეტა ფორტეს“, „მაცნესა“ და „ელვასერვისს“. გამარჯვებულ კომპანიას შეეძლება საკუთარ ჯიხურში ნებისმიერი სახის პროდუქცია გაყიდოს.

ახალი ამბები