კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ღია წერილი სტამბულის აეროპორტში ადამიანის უფლებათა იურისტის, ინტიგამ ალიევის დაპატიმრების შესახებ

23 დეკემბერი, 2011

შეშფოთებულები ვართ თურქეთის პოლიციის მიერ აზერბაიჯანელი უფლებდამცველის, ინტიგამ ალიევის დაპატიმრებით.

ინტიგამ ალიევი იურიდიული განათლების საზოგადოების ხელმძღვანელი და უფლებამდცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრია. ის 6 დეკემბერს თურქეთის პოლიციამ დაახლოებით საღამოს 8:30 წთ-ზე დააკავა სტამბულის აეროპორტში, რასაც თან ახლდა ღირსების შემლახავი მოპყრობა. ალიევი ვილნიუსიდან ბრუნდებოდა სახლში, სადაც მან ეუთოს პარალალელურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. დაკავების დღეს იგი სტამბულის აეროპორტში ტრანზიტით იმყოფებოდა, საიდანაც ბაქოში, შინ უნდა გაფრენილიყო.

თურქეთი საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელთან კამათის შემდეგ, ალიევს ხელბორკილები დაადეს და დააკავეს ისე, რომ არ უცნობებიათ მისთვის, რაში ადანაშაულებდნენ. ალიევი დახმარებისათვის დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა სახლის ქსელს. თურქეთში ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის წარმომადგენელი, ოზლემ დალკირანი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მის მოწოდებას და აეროპორტში ალიევის დასახმარებლად გაგზავნა იურისტი ჰალილ კოქაბასი. სტამბულის ადვოკატთა ასოციაცია თავიდანვე აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში და კვლავ აგრძელებს მასზე მუშაობას.

მოგვიანებით ალიევს აცნობეს, რომ მისი დაკავების მიზეზი აეროპორტში პასპორტის კონტროლის გავლისას ოფიცერის შეურაცხყოფა იყო და რომ მას საპატიმროში ყოფნა ერთი დღე-ღამის გატარება მოუწევდა, ვინაიდან სასამართლო მეორე დღეს, 7 დეკემბერს იყო დანიშნული.

7 დეკემბერს საპატიმროში ალიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანებები. მას დაემუქრნენ, ამის შესახებ არაფერი ეთქვა. პირველად მას ფიზიკური შეურაცხყოფა აეროპორტის საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა მიაყენა „საკონტროლო პუნქტზე“ დაახლოებით საღამოს 9 საათზე 7 დეკემბერს. მოგვიანებით, მას იმავე ადამიანმა პოლიციის განყოფილებაში სცემა პოლიციის ფორმაში მყოფი 7 ადამიანის წინ. ერთ-ერთმა სხვებს ურჩია: „ცემის დროს ეცადეთ სხეულზე კვალი არ დარჩეს“. არავის უცდია, მოძალადე შეეჩერებინა. ცემის შემდეგ ინტიგამ ალიევი ხელბორკილებით მიიყვანეს მოსაცდელ ოთახში, სადაც სხვა მგზავრებიც იმყოფებოდნენ და მხოლოდ ბაქოსკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხსნეს ხელბორკილები.

მიუხედავად ალიევის ადვოკატების ოფიციალური მოთხოვნისა, ხელისუფლებამ არ მიაწოდა მათ დოკუმენტები დაპატიმრებისა და დეპორტაციის შესახებ; არ გადასცეს აეროპორტის ვიდეო-კამერის ჩანაწერი, რითაც შესაძლებელი გახდებოდა იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ უფლებადამცველ იურისტს.

გაოცებულები ვართ იმით, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცველმა ორგანოებმა უარი განაცხადეს სასამართლო ექსპერტიზა ჩაეტარებინათ ალიევის საქმეზე.

ალიევი 2011 წლის 7 დეკემბერს დეპორტაციით გამოუშვეს თურქეთიდან. ბაქოში ის მეორე დილას, 8 დეკემბერს ჩავიდა. მას აცნობეს, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული მის წინააღმდეგ პოლიციელის შეურაცხყოფისათვის. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუღია რამე წერილობითი ინფორმაცია.

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი მოუწოდებს:

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს - ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე;

აზერბაიჯანის ხელისუფლებას - დაიცვას ბატონი ალიევის უფლებები;

საერთაშორისო საზოგადოებას - მოახდინოს ადეკვატური რეაგირება.

მიმართვას ხელს აწერენ:

სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია;

აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრი;

აზერბაიჯანის მედიის უფლებათა ინსტიტუტი;
 
„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“, საქართველო;

თავისუფალი ეკონომიკის დახმარების სახალხო ასოციაცია, აზერბაიჯანი;

დემოკრატია დღეს, სომხეთი;

დ. ალიევას სახელობის აზერბაიჯანისქალთა უფლებების დაცვის ასოციაცია;
 
იურისტები წამების წინააღმდეგ, სომხეთი;

კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველო;

ფონდი „ინკლუზივი, საქართველო;

ჰელსინკის ასამბლეა ვანადზორი, სომხეთი;

ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოება, აზერბაიჯანი;

სახალხო მოძრაობა „მრავალენოვანი საქართველო“;

კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებათა კავკასიური ცენტრი
(საქართველოს ჰელსინკის კომიტეტი);

საჯარო ინფორმაცია და ცოდნის საჭიროება (PINK) სომხეთი;

ჟურნალისტთა კლუბი „ასპარეზი“, სომხეთი;

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), საქართველო;

ახალი ამბები