პირველი ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებელი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
16.01.2012
იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს თავისი დედის, თალიკო ლაგაზაურის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, თალიკო ლაგაზაური, რომელსაც პედაგოგად მუშაობის 22 წლის სტაჟი გააჩნია, სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გაათვისუფლეს, რომ მისი დედაა.
ქუცნაშვილის განმარტებით, გათავისუფლების საფუძვლად სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის, სკოლის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა საათების ოპტიმიზაცია დაასახელა. თუმცა, როგორც გაარკვიეს, საათების შემცირება და გაუქმება რეალურად არ მომხდარა. ის 18 საათი კი, რომელიც თალიკო ლაგაზაურს ჰქონდა, სხვა პედაგოგებზე გადანაწილდა.
ქუცნაშვილის განცხადებით, გათავისუფლების საფუძველი - საათების ოპტიმიზაცია მხოლოდ სასამართლო პროცესზე შეიტყვეს, მანამდე კი გადაწყვეტილების მიღებისას სკოლის ადმინისტრაციას არანაირი საფუძველი არ დაუსახელებია. იურისტის განმარტებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტი დამსაქმებელს არ სთხოვს გათავისუფლების საფუძვლის დასაბუთებას.
ქუცნაშვილის თქმით, დასახელებული საფუძვლით თალიკო ლაგაზაურის გათავისუფლება უკანონოა. როგორც იურისტი განმარტავს, ზოგადი განათლების შესახებ კანონი დირექტორს პედაგოგის გათავისუფლების უფლებას მხოლოდ სამი საფუძვლის შემთხვევაში აძლევს. თუკი პედაგოგი შეუფერებელ საქციელს ჩაიდენს, დისციპლინური გადაცდომა ექნება და მისი კვალიფიკაცია თუ არ შეესაბამება თანამდებობას.
ქუცნაშვილის თქმით, ყველა ამ კრიტერიუმს დედა აკმაყოფილებს, უმაღლესი დონის პედაგოგია.
თალიკო ლაგაზაურს ხელშეკრულების გასვლამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. ხელშეკრულება 2011 წლის 1 თებერვალს 2013 წლის 1 სექტემბრამდეა დადებული. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო გასაჩივრებული. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუცნაშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს.
ინტერპრესნიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

