კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Freedom House-ის მიხედვით, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა

23 იანვარი, 2012

საქართველოს მაჩვენებლები Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში უცვლელია და ის კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყანად რჩება.

თავისუფლება მსოფლიოში 2012 წელს  იკვლევს 195 სახელმწიფოსა და რამდენიმე „სადავო ტერიტორიაზე” არსებულ სიტუაციას მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით და ასახავს 2011 წელს განვითარებულ მოვლენებს. თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „არა თავისუფალი“ პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1–დან 7–მდე შკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.

საქართველოს ქულა პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში უცვლელი დარჩა და  წინა ანგარიშის  მსგავსად, კვლავ 4–ზე და 3–ზე შენარჩუნდა, შესაბამისად.

„საქართველოში პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ კრიტიკის სამიზნედ რჩება იმ მცდელობების გამო, რომლებიც მიმართულია პოტენციური ოპოზიციური ფიგურების მარგინალიზაციისკენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ბოლო ანგარიშში საქართველო კვლავაც არჩევითი დემოკრატიისსტატუსის გარეშე რჩება – ეს სტატუსი საქართველომ Freedom House-ის 2009 წლის ანგარიშში დაკარგა, რომელიც წინა წლის საპარლამენტო და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს ასახავდა.

Freedom House-ის კვლევაში ასევე მოხსენიებულია სეპატარისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც „სადავო ტერიტორიების“ კატეგორიაში გადიან. წინა ანგარიშების მსგავსად, სამხრეთ ოსეთს „არათავისუფალის“, ხოლო აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვთ მინიჭებული.

სივილ ჯორჯია

ორიგინალი

 

ახალი ამბები