კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გურია ნიუსი“: „ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უშლის გაზეთის დისტრიბუციას“

7 თებერვალი, 2012

გაზეთ „გურია ნიუსის“ (გურიის რეგიონი, დასავლეთ საქართველო) რედაქცია ადგილობრივ ხელისუფლებას გამოცემის გავრცელების ხელშეშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „გურია ნიუსის“ მიერ 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„არსებობს არაერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ სოფლების რწმუნებულების, საჯარო სამსახურების ხელმძღვანელების მეშვეობით, ხელისუფლება ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს დისრიბუტორებზე, ხელმომწერებზე. ძალიან ბევრი ერიდება ვინაობის გამჟღავნებას, ამგვარი ფაქტების ღიად დადასტურებას, თუმცა, არსებობენ გაბედული ადამიანები, რომლებიც დაუფარავად ადასტურებენ, რა სახის მუქარას ან შეთავაზებას იღებენ „გურია ნიუსის“ გავრცელების ქსელში ჩართული ადამიანები, რა სახის დირექტივებს იძლევიან მმართველი პირები თათბირებსა და შეხვედრებზე - რომელი გაზეთი უნდა გამოიწერონ და რომელი - არა ხელქვეითებმა“, - წერია „გურია ნიუსის“  სარედაქციო განცხადებაში რომელიც გაზეთის მეშვეობით, 6 თებერვალს გავრცელდა.

რედაქციის მტკიცებით, ჟურნალისტებს დღითიდღე უძნელდებათ  მუშაობა,  რადგან თანამდებობის პირები უარს ამბობენ ან აჭიანაურებენ საჯარო ინფორმაციის გაცემას და ხელქვეითებს უკრძალავენ პასუხები გასცენ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს.

„რთულია მუშაობა, როცა ხელისუფლება ღიად ცდილობს საინფორმაციო იზოლაციაში მოგვაქციოს - მხოლოდ ლოიალურად განწყობილ მედიასაშუალებებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების, ოფიციალური შეხვედრების და სტუმრების ჩამოსვლის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„გურია ნიუსის“ რედაქცია მოითხოვს  შეწყდეს ჟურნალისტებზე, გაზეთის მკითხველებსა და გამავრცელებლებზე ზემოქმედება და ჟურნალისტებს  თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეთ.

www.media.ge

ახალი ამბები